ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 15:42 | 13.08.2025
ნანახია: 47

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს, 13 აგვისტოს, ბერლინში ჩავიდა, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ევროპელი ლიდერების ვიდეოკონფერენციაში მიიღოს მონაწილეობა.

ზელენსკის, ტრამპისა და მერცის გარდა, ვიდეოკონფერენციას დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, ფინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები და მთავრობის მეთაურები, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

შეხვედრას გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უხელმძღვანელებს.

მოლაპარაკების შემდეგ, ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, , ევროპელ ლიდერებს ცალკე ონლაინშეხვედრაზე მიმართავენ.

ამის შემდეგ კი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა შედგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე