Tegeta Truck & Bus-მა მომხმარებელს MAN TopUsed-ის რეალურ პირობებში გამოცდის შესაძლებლობა მისცა
საქართველო, თბილისი - 16:48 | 13.08.2025 ნანახია: 1177
უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი, გამძლეობა, საწვავის შემცირებული ხარჯი - ამ მახასიათებლების გამო MAN-ის ბრენდის სატვირთო ავტომობილები საერთაშორისო ბაზარზე უკვე წლებია, წამყვან პოზიციას ინარჩუნებენ. Tegeta Truck and Bus-მა მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა, სატვირთო ავტომობილის დინამიკა, მანევრულობა და კომფორტი რეალურ გარემოში პირადად გამოეცადა. MAN TGX-ის ტესტდრაივი ნატახტარში, ტირ-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
Tegeta Truck and Bus მომხმარებელს MAN TGX-ის მეორად სატვირთო ავტომობილს სთავაზობს, რომელიც შემოწმებას ევროპაში, ავტორიზებულ სერვისცენტრში გადის. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მონიტორინგი ავტომობილის მაღალ ხარისხს, ხანგრძლივ ექსპლუატაციასა და მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. MAN-ის მეორადი ავტომობილები Tegeta Truck and Bus-ს გერმანული და ავსტრიული ბაზრებიდან ჩამოჰყავს. რეალიზაციამდე კი საქართველოში ავტომობილებს ტექნიკური შემოწმება კიდევ ერთხელ უტარდებათ.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „საქართველოში შემოგვყავს ავტომობილი, რომელსაც ევროპულ ბაზარზე მაქსიმუმ 5-წლიანი ექსპლუატაცია და 500 000 კილომეტრი აქვს გავლილი. მომხმარებელს, რომელსაც, ამ შემთხვევაში, კომპანიები და ბიზნესები წარმოადგენენ, მეორადი ავტომობილის შეძენა საწყის ღირებულებაზე 30-35%-ით ნაკლებ ფასად შეუძლია. ბიზნესებისთვის MAN TopUsed-ის შეძენა საკმაოდ მოგებიანია, რადგან ისინი ხელსაყრელ ფასად ყიდულობენ პრემიუმ ხარისხის ტექნიკას, რომელსაც ექსპლუატაციის პირველი ეტაპი ევროკავშირის ტერიტორიაზე აქვს გავლილი.
გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ქვეყანას ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი სატვირთო ავტომობილი კვეთს, საიდანაც დაახლოებით 20-25% სწორედ MAN-ის ბრენდია. შესაბამისად, ნაწილებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, სატვირთო ავტომობილების შეკეთებაც არ არის პრობლემა, რადგან ჩვენი სერვისცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს“.
MAN-ის TopUsed სატვირთოებზე სტანდარტული ექვსთვიანი გარანტია ვრცელდება, რაც მეორადი ავტომობილების ბაზარზე საქართველოს პირობებში უნიკალური შეთავაზებაა. მომხმარებელს ასევე შეუძლია, მოდელისა და წლოვანების შესაბამისად, კიდევ უფრო ხანგრძლივი გარანტიითაც ისარგებლოს.

MAN TGX-ის ყოველი მომდევნო თაობა გაუმჯობესებულია და, საშუალოდ, 5%-დან 8%-მდე ეკონომიურობით გამოირჩევა, რაც საშუალებას აძლევს ფლოტის მფლობელებს, მნიშვნელოვნად შეამცირონ ოპერაციული ხარჯები. გაუმჯობესებული ძრავის არქიტექტურა, აეროდინამიკის თანამედროვე გადაწყვეტები და ციფრული მართვის სისტემები მაქსიმალურად ხარჯთეფექტურს ხდის სატვირთო ავტომობილს და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს იძლევა.
MAN-ის ბრენდის სატვირთო ავტომობილები აღჭურვილია უსაფრთხოების ყველა შესაბამისი სისტემით - ზოლიდან ზოლში უსაფრთხო გადასვლა, ავტომატური დამუხრუჭება, ბრმა ზონების კონტროლი და ა.შ.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების ფართო სპექტრს სთავაზობს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















