დონალდ ტრამპმა ევროპელ და უკრაინელ ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ მზადაა, გარკვეული პირობებით, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს - Politico
საქართველო, თბილისი - 10:37 | 14.08.2025 ნანახია: 1242
13 აგვისტოს, ონლაინ-შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ და უკრაინელ ლიდერებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, გარკვეული პირობებით, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.
ამის შესახებ Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
თუმცა, გამოცემის წყაროების ცნობით, ასეთი გარანტიები ნატო-ს ფარგლებში ვერ გაიცემა.
გამოცემის სამივე თანამოსაუბრემ - ევროპელმა დიპლომატმა, ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა და ონლაინ-შეხვედრის შესახებ ინფორმირებულმა პირმა - განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, კიევისთვის რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავებაში მონაწილეობა მიიღოს.
„ინფორმირებული წყაროს თქმით, ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთ ვალდებულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აიღებს, თუ ძალისხმევა ნატო-ს ფარგლებში არ განხორციელდება“, - წერს გამოცემა.
თუმცა, Politico-ს წყაროს ცნობით, ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობდა უსაფრთხოების გარანტიებში, მან მხოლოდ უფრო ფართო კონცეფცია განიხილა.
ბრიტანელი ოფიციალური პირის თქმით, ტრამპი ფიქრობს, რომ ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები საბოლოო შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს და მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს ამაში თავისი როლი აქვს შესასრულებელი.
ტრამპის ღიაობა ასეთი გარანტიების მიმართ - რაც როგორც უკრაინის, ასევე ევროპის მთავარი მოთხოვნაა - ხსნის ევროპელი მაღალჩინოსნების ფრთხილ ოპტიმიზმს პარასკევს ტრამპსა და პუტინს შორის ალასკაში დაგეგმილი შეხვედრის წინ.
თუმცა, უსაფრთხოების გარანტიების მიუხედავად, ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ აშშ არ გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდებას, თუმცა კიევისთვის გადასაცემ შეიარაღებას ევროპას მიჰყიდის.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















