„ზაფხულის ენერგია ჯილისთან ერთად“: ახალი თავგადასავლების სეზონი - Geely Center Tegeta-ს კამპანია
საქართველო, თბილისი - 16:00 | 18.08.2025 ნანახია: 1226ზაფხული მზიან დღეებთან, მოგზაურობასთან, თავისუფლებასა და ახალ ემოციებთან ასოცირდება. წელს Geely Center Tegeta სეზონს განსაკუთრებული კამპანიით შეხვდა – „ზაფხულის ენერგია ჯილისთან ერთად“, რომელიც ფერებს, მუსიკას, მოგზაურობასა და ბრენდის პოზიტიურ ენერგიას აერთიანებს.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა განსაკუთრებული, ფერადი ვიზუალები და ბრენდირებული მასალები, რომლებიც ზაფხულის განწყობას ასახავს თავისუფლებისა და სტილის სინთეზით. მათ კი სწორედ საავტომობილი ბრენდი Geely აერთიანებს.

ეკა კევლიშვილი, Geely Center Tegeta-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა გამოცდილება, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს და არამარტო მათ, საშუალებას მისცემდა, ბრენდთან არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ღრმა ემოციური კავშირი დაემყარებინათ. სწორედ ამ მიზნით წამოვიწყეთ კამპანია „ზაფხულის ენერგია ჯილისთან ერთად“.
Geely-ს სამოდელო ხაზი განსაკუთრებით ახლოს არის ახალგაზრდა სეგმენტთან. ამიტომაც შევქმენით კამპანია, რომელიც ზაფხულის სეზონზე ბრენდს მათ ნამდვილ მეგზურად და მეგობრად აქცევდა. ღონისძიებისთვის განკუთვნილი შოურუმი გარდავქმენით ინსპირაციის სივრცედ — ფერად ვიზუალებთან შერწყმული მუსიკითა და თავისუფლების მუხტით, რაც თითოეულ ახალგაზრდას თვითგამოხატვის, ჩართულობისა და ემოციური კავშირის დამყარების შესაძლებლობას აძლევდა.
გვსურდა, Geely არ დარჩენილიყო მხოლოდ კომფორტულ და პრაქტიკულ ავტომობილად, არამედ თანამედროვე ცხოვრების სტილის სიმბოლოდ გვექცია, რომელიც ზაფხულის ენერგიას შენთან ერთად ქმნის და შენს მოგონებებში დიდხანს ცოცხლობს”.
კამპანია Geely X Zadig & Voltaire-ის ღონისძიებით გაიხსნა, სადაც სტუმრებს ახალი ემოციების გაზიარებისა და Geely-ს საზაფხულო სამყაროში მოგზაურობის შესაძლებლობა ჰქონდათ. გარდა ამისა, მოწვეულ საზოგადოებას საშუალება მიეცა, Geely-ს ახალ ელექტრომობილზე, Geely EX5-ზე, დაეტოვებინა საკუთარი საზაფხულო მესიჯები, სურვილები და მოლოდინები, რაც საზაფხულო კამპანიის სიმბოლურ ნაწილად იქცა.

სპეციალურად Geely-ს საზაფხულო კამპანიისთვის მუსიკოსმა თემურიკო დიასამიძემ ახალი კომპოზიცია შექმნა, რომელიც ზაფხულის გზების უსაზღვრო თავისუფლებას, თავგადასავლებსა და მეგობრებთან ერთად გატარებული წუთებით გამოწვეულ სიხარულს ასახავს. მუსიკა საზაფხულო მოგზაურობების განუყოფელ ნაწილად მალევე იქცა.

თემურიკო დიასამიძე, მუსიკოსი: „ეს პროექტი ჩემთვის იყო შესაძლებლობა, შემექმნა არა მხოლოდ მელოდია, არამედ ატმოსფერო, რომელიც გზაზე მიმავალი მსმენელისთვის ემოციურ თანამგზავრად იქცეოდა. Geely-ს ბრენდის ენერგია და ზაფხულის თავისუფლება ჩემთვის ერთ მთლიან შთაგონებად იქცა და სწორედ ამ გრძნობის გადმოცემა მინდოდა მუსიკაშიც.
ინსპირაციის წყარო ზაფხულის ხასიათი და მისი ენერგია გახლდათ - ის თავისუფალი, ნათელი და პოზიტიური შეგრძნება, რომელიც ამ სეზონს ყოველთვის თან ახლავს. ამ განწყობაზე დაყრდნობით შევქმენით კომპოზიცია, რომელიც, საბოლოოდ, ჯერ - ტრეკად, შემდეგ კი უკვე მთელი კამპანიის მუსიკალურ ფუნდამენტად იქცა.
ვფიქრობ, მუსიკა დიდ როლს ასრულებს ბრენდის აღქმაში, რადგან მსოფლიოში ბევრი ბრენდი არსებობს, რომელთა ამოცნობა მხოლოდ მელოდიის მოსმენით არის შესაძლებელი. Geely-სთან თანამშრომლობა ჩემთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო გამოცდილება იყო. მიყვარს, როდესაც სამუშაო პროცესი მხოლოდ ვალდებულება კი არა, სიამოვნების წყაროც არის. პროექტის ჩანაფიქრი ზუსტად ისე განხორციელდა, როგორც წარმომედგინა და შედეგიც აბსოლუტურად შეესაბამება იმ ენერგიას, რომლის გაზიარებაც მსურდა“.

კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ ქართველი ინფლუენსერებიც, რომლებმაც თავიანთი ზაფხულის მოგზაურობებისთვის Geely-ს სხვადასხვა მოდელები აირჩიეს — Coolray, Tugella და EX5. თითოეულმა მათგანმა დაუვიწყარი საზაფხულო მოგონებების შექმნაში საკუთარი როლი შეასრულა.

„ზაფხულის ენერგია ჯილისთან ერთად“ ახალ, უფრო თავისუფალ და ემოციურ განზომილებაში ავითარებს ბრენდის ისტორიას, რომელიც სეზონის საუკეთესო თანამგზავრი გახდა.

--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















