"თეგეტა მოტორსი" King of Drift-ის 2 ეკიპაჟის მხარდამჭერია
საქართველო, თბილისი - 14:36 | 04.09.2025 ნანახია: 4897
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივი დრიფტის ჩემპიონატის King of Drift 2025-ის შეჯიბრი ლილო არენას სარბოლო ტრეკზე მიმდინარეობს. წლევანდელ ჩემპიონატში „თეგეტა მოტორსის“ 2 თანამშრომელი, სათადარიგო ნაწილების მენეჯერი საბა სიდამონიძე და მსუბუქი ავტომობილის ნაწილების ბრენდ მენეჯერი ზაკო ბენდელიანი, მონაწილეობს. „თეგეტა მოტორსი“ დრიფტში მონაწილე თანამშრომლების მხარდაჭერის მიზნით მათი სარბოლო ავტომობილების შესაბამის აღჭურვილობაზე ზრუნავს.
კომპანია წლებია, აქტიურად მუშაობს და არაერთ პროექტს ახორციელებს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით. ჩემპიონატში ჩართული თანამშრომლების მხარდაჭერაც უსაფრთხო გადაადგილების იდეას ემსახურება. რბოლა ტრეკზე და არა ქუჩაში - ასეთია ყოველწლიური ჩემპიონატის, King of Drift-ის კონცეფცია.

ვახტანგ მძინარაშვილი, "თეგეტა მოტორსის" საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისების მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი: "ჩემპიონატის უსაფრთხოების კონცეფცია ძალიან ახლოსაა „თეგეტა მოტორსის“ უსაფრთხოების ღირებულებასა და პოლიტიკასთან. ჩვენი ძალისხმევა მუდმივად მიმართულია საგზაო უსაფრთხოების გაძლიერებისკენ. რამდენადაც საავტომობილო გზებზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილია, მსგავსი ჩემპიონატების საშუალებით ავტომოყვარულებს ან მრბოლელებს შესაძლებლობა ეძლევათ, ქუჩიდან ავტოდრომზე გადაინაცვლონ და იქ გამოცადონ თავიანთი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა King of Drift-ში მონაწილე ჩვენი კოლეგებისთვის".

King of Drift 2022 წლიდან იმართება ლილო არენას სარბოლო ტრეკზე და ხუთი დამოუკიდებელი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპი განსხვავდება ტრასის მონახაზითა და დავალებით. ჩემპიონატში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მრბოლელები, რომელთა რაოდენობა 70-ს აღწევს.
საბა ჩემპიონატის დაარსების დღიდან ყოველწლიურად ერთვება King of Drift-ში, ზაკოსთვის კი ეს ახალი გამოცდილება იყო. მათი სარბოლო ავტომობილები ATE-ს ბრენდის ხუნდებით აღიჭურვა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და თავისუფლად უძლებს ისეთ დატვირთვასაც კი, როგორიც ავტომობილებს სარბოლო ტრასაზე აქვთ.
საბა სიდამონიძე, King of Drift-ის მონაწილე: "ჩემპიონატის მიმართ ჩემი ინტერესი, ერთი მხრივ, ავტოსპორტის სიყვარულმა და, მეორე მხრივ, King of Drift-ის უსაფრთხოების იდეამ განსაზღვრა. რამდენიმეწლიანმა მონაწილეობამ, ცოდნასთან ერთად, იმის გამოცდილებაც მომცა, როგორ ვმართო ემოციები, როგორ ვიმოქმედო ცივი გონებით ექსტრემალურ მომენტებში. ჩემპიონატი შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევს, შენი სპორტული ჟინი მოიკლა ტრეკზე და არა ქალაქში. „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიამ იზრუნა ჩემპიონატის დროს ჩვენს წარმატებულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე, რაც King of Drift-ის მთავარი კომპონენტია".

ATE ტექნოლოგიურად მოწინავე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდია, რომელსაც „თეგეტა მოტორსი“ ექსკლუზიურად წარმოადგენს. „მუხრუჭების ექსპერტად“ აღიარებული ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი გერმანული ბრენდი 1906 წლიდან აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სამუხრუჭე სისტემებს (ხუნდებს, დისკებს, სამუხრუჭე სითხეებს). ATE ამარაგებს მსოფლიოს წამყვან ავტომწარმოებლებს. ის ერთ-ერთი გლობალური გიგანტის, Continental Group-ის ნაწილია. ბრენდი ფოკუსირებულია მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებაზე, მისი სამუხრუჭე სისტემები გამძლეობითა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით ხასიათდება.
ბრენდის სამუხრუჭე სისტემები ტესტირებული და სერტიფიცირებულია მაღალი დატვირთვის პირობებში, ავტოინჟინრების მიერ. ATE გამოცდილია დრიფტზეც - ხუნდები არ გადახურდება მაღალი დატვირთვის შემთხვევაშიც კი. ისინი მაღალტემპერატურული და დაბალი ცვეთის მქონე მასალებისგან მზადდება. ATE-ს სამუხრუჭე სისტემა, რომელიც მარტივად უძლებს დრიფტსაც კი, ცხადია, უპრობლემოდ უმკლავდება ყოველდღიურ მართვას.

"თეგეტა მოტორსი", რომელიც თავისი საქმიანობით დაკავშირებულია საგზაო მოძრაობასთან, მუდმივად ზრუნავს უსაფრთხო გადაადგილებაზე. სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობითა თუ კამპანიით კომპანია საზოგადოებას მუდმივად მოუწოდებს, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, მართონ უსაფრთხოდ, სიჩქარის დადგენილი ნორმის ფარგლებში და საგზაო მოძრაობის წესების დაცვით იზრუნონ ერთმანეთზე.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















