ალყაში მოვაქციეთ ის სოფლები, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ - ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმის ადგილზე მივიდა

საქართველო, თბილისი - 15:55 | 08.09.2025
ნანახია: 44

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ხელისუფლება ამჟამად ალყაში აქცევს იმ სოფლებს, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ.

 ნეთანიაჰუ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმის ადგილზე მივიდა.

„ჩვენ ომში ვართ, გაძლიერებულ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ მრავალ ფრონტზე. ჩვენ ახლა ალყაში მოვაქციეთ ის სოფლები, საიდანაც ტერორისტები შემოვიდნენ და მივაგნებთ ყველას, ვინც მათ დაეხმარა. ჩვენ მკაცრ ზომებს მივიღებთ“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

ნეთანიაჰუმ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებს და იმედი გამოთქვა, რომ დაჭრილები სწრაფად გამოჯანმრთელდებიან.

იერუსალიმის შესასვლელთან მდებარე ავტობუსის გაჩერებასთან სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის ცნობით, დაჭრილია ბევრი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე