„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
საქართველო, თბილისი - 16:39 | 23.09.2025 ნანახია: 970
რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე ანსამბლ „ჰერიოს“ რიგით მეორე სოლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ანსამბლის 15-წლიან შემოქმედებით გზას აჯამებს.
საიუბილეო კონცერტის ერთ-ერთი მხარდამჭერია „საირმეს რეკრეაციული ფერმა“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიზნესის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ჩართულობას კულტურული პროექტების განვითარებაში.

ბელა კოხოძე, ,,საირმეს რეკრეაციული ფერმის" მარკეტინგის მენეჯერი: „ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტის მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არ არის მხოლოდ საკონცერტო საღამო - ეს არის ქართული მუსიკისა და ტრადიციების შენარჩუნების გზა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საზოგადოების კულტურული ცნობიერების ამაღლებაზე.
„საირმეს რეკრეაციული ფერმისთვის“ პრიორიტეტია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ქართული კულტურის განვითარებას ემსახურება. ეს პარტნიორობა აერთიანებს მუსიკალურ ინიციატივებს, საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ სიამაყით ვდგავართ „ჰერიოს“ გვერდით ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, კულტურისა და შემოქმედებითობის ზეიმია“.

„ჰერიო“ 2010 წელს შეიქმნა და მალევე გახდა ფართო საზოგადოებისთვის საყვარელი ანსამბლი. ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერების შესრულებით „ჰერიომ“ მოიპოვა მსმენელის სიყვარული როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
სოლო კონცერტის პროგრამა სპეციალურად იუბილესთვის შეიქმნა და მოიცავს როგორც ახალ ნამუშევრებს, ისე ყველასათვის ცნობილ და საყვარელ სიმღერებს. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია დუეტებიც, რაც საღამოს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.
კონცერტში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო გელაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ქეთი ქართველიშვილი, ანა ღლონტი, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და ანსამბლი „შვიდკაცა“. ანსამბლს ასევე შეუერთდება კამერული ორკესტრი და ინსტრუმენტული ბენდი.

ნიკოლოზ კირვალიძე, ანსამბლ „ჰერიოს“ ხელმძღვანელი: „ჩვენს სოლო კონცერტზე საგანგებოდ შერჩეულ პროგრამას წარვადგენთ. ეს იქნება ახალი და ძველი სიმღერების, დუეტებისა და იმ გამოცდილების სინთეზი, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვეთ.
განსაკუთრებულად გამოვყოფ პარტნიორების თანადგომას. „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსურ ჩართულობას არ გულისხმობს - ის აერთიანებს ნდობას, მეგობრობასა და საერთო მიზნისკენ, კერძოდ, ქართული კულტურის პოპულარიზაციისკენ სვლას“.
ანსამბლ „ჰერიოს“ კონცერტი 29 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















