VARTA - გერმანული ხარისხი და ინოვაცია
საქართველო, თბილისი - 13:29 | 24.09.2025 ნანახია: 877
მაღალი ხარისხი, თანამედროვე სტანდარტები და საიმედოობა - ეს აკუმულატორების გერმანული ბრენდის VARTA-ს მთავარი მახასიათებლებია. გამძლეობისა და დამზადების ინოვაციური ტექნოლოგიების (SLI, EFB, AGM) გამო, VARTA-ს აკუმულატორები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული პროდუქტია.
VARTA-ს მთავარი უპირატესობები
VARTA-ს აკუმულატორები მომხმარებელზე ორიენტირებულია და ეფექტიანი, ინოვაციური და მომავლის ტექნოლოგიების კომბინაციით იქმნება, რომელიც POWER FRAME-ის სახელით არის ცნობილი და მაღალი სიმძლავრის გარანტიას იძლევა. პროდუქცია თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ საწარმოში მზადდება და სრულად შეესაბამება ქარხნულად დამონტაჟებული აკუმულატორის პარამეტრებს (OEM).

1887 წელს დაარსებული ბრენდი გერმანულ ინჟინერიასა და სანდო წარმოებასთან ასოცირდება. ამას ადასტურებს აკუმულატორებში ჩამონტაჟებული ვიბრაციაგამძლე ტექნოლოგიები მძიმე პირობებისთვის და Silver Dynamic სერია მაღალი წარმადობისთვის.
VARTA ექსპლუატაციის ხანგრძლივობითა და ენერგიის სტაბილური მიწოდებით გამოირჩევა. Maintenance-free ტექნოლოგიის საშუალებით თანამედროვე მოდელები არ საჭიროებს მოვლას (წყლის დამატებას და ა.შ.), რაც მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტია.
სტარტის სიმძლავრე მაღალ Cold Cranking Amps-ს (CCA) განაპირობებს, რაც ზამთარში და დაბალ ტემპერატურაზე ავტომობილის სწრაფად დაქოქვას უზრუნველყოფს. ამასთანავე, წარმოებულია ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით და ოპტიმიზებულია დაბალი ენერგომოხმარებისთვის.
VARTA მომხმარებლებს აკუმულატორების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. Blue Dynamic გათვლილია სტანდარტულ ავტომობილებზე, Silver Dynamic - მაღალი წარმადობის მანქანებზე, ხოლო Start-Stop Technology Batteries - თანამედროვე ეკოავტომობილებზე.
გლობალური ბაზრის გამოცდილება
გერმანული ბრენდი ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ბაზრებზე. VARTA-ს აკუმულატორებს იყენებს ისეთი გლობალური ბრენდი, როგორიცაა Porsche, რაც ზრდის ბრენდის სანდოობას და ტექნოლოგიურ განვითარებაზე მიუთითებს.
გარდა ამისა, ისეთი საავტომობილო გიგანტების ავტომობილები, როგორებიცაა BMW და Mercedes, სწორედ Varta-ს ორიგინალი აკუმულატორებით არის აღჭურვილი. ევროპაში წარმოებულ ყოველ მეხუთე ახალ ავტომობილზე კი Varta-ს აკუმულატორია დამონტაჟებული.

VARTA-ს ისტორია
VARTA-ს აკუმულატორები უმსხვილესი კორპორაციის Clarios Germany GmbH & Co KG-ის მიერ იწარმოება, რომლის ქარხნებიც გერმანიაში, ესპანეთსა და ჩეხეთში მდებარეობს. ბრენდის ისტორია 100-ზე მეტ წელს ითვლის და მსოფლიოში ინოვაციური ტექნოლოგიებით, დიზაინითა და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამ ბრენდის პროდუქცია მსოფლიოს თითქმის ყველა საავტომობილო ქარხანას მიეწოდება და აკუმულატორების მსოფლიო ბაზრის 40%-ზე მეტს მოიცავს. კორპორაცია აკუმულატორებს Start-Stop სისტემით აწარმოებს, რომელიც ერთნაირად ეფექტიანად გამოიყენება სატვირთო, მსუბუქი ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის.
VARTA არის არა მხოლოდ მაღალი ხარისხის აკუმულატორების მწარმოებელი, არამედ ბრენდი, რომელიც ტექნოლოგიურ ინოვაციებს, საიმედოობასა და სიმძლავრეს აერთიანებს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება, გლობალური ლიდერობა და წამყვან ავტოგიგანტებთან თანამშრომლობა ხაზს უსვამს VARTA-ს შეუცვლელ როლს ავტომობილების ენერგომომარაგების თანამედროვე ბაზარზე.
VARTA-ს აკუმულატორების ფართო არჩევანი „თეგეტა მოტორსშია“ წარმოდგენილი. ავტომობილისთვის ყველაზე ოპტიმალური აკუმულატორის შერჩევა კი სერვისცენტრებში პროფესიონალი ტექნიკოსების დახმარებით არის შესაძლებელი.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















