AgriPreneur Sprint - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს
საქართველო, თბილისი - 14:58 | 03.10.2025 ნანახია: 773
„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტის“ ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრთან თანამშრომლობით ახალ პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს. AgriPreneur Sprint მიზნად ისახავს დამწყები, მიკრო და მცირე ფერმერული სტარტაპების მხარდაჭერას და მათი ბიზნესიდეების რეალიზებას.
პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება: პირველ ეტაპზე მონაწილეები 8-კვირიან ინტენსიურ პრეაქსელერაციის პროგრამას გაივლიან, საუკეთესო გუნდები კი მონაწილეობას გააგრძელებენ 6-კვირიან პროგრამაში Farm-to-Market Sprint. მეორე ეტაპი ფოკუსირებული იქნება პროდუქტის განვითარებაზე, გაყიდვების არხებზე წვდომასა და საინვესტიციო მზაობის გაძლიერებაზე. პროგრამის მიზანია, შექმნას სივრცე, სადაც ახალი იდეები საქმედ იქცევა და ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი ბიზნესგადაწყვეტილებები რეალურ ბაზარზე გამოცადონ.
გოგი დაუშვილი, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „მნიშვნელოვანია, რომ ახალბედა მეწარმეებმა რეალურ გარემოში განავითარონ საკუთარი ბიზნესიდეები. AgriPreneur Sprint მათ შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, მოიპოვონ მენტორების მხარდაჭერა და დაინახონ, როგორ შეიძლება მათი ინოვაციური იდეები ბაზარზე წარმატებით რეალიზდეს.
ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამა ტრადიციულ სოფლის მეურნეობასა და თანამედროვე სტარტაპ ეკოსისტემას შორის მყარ კავშირს აყალიბებს, რათა ადგილობრივმა სტარტაპებმა ახალი შესაძლებლობების რეალურად გამოყენება შეძლონ.
პროგრამა სხვადასხვა აგრარულ მიმართულებაზეა ორიენტირებული, მათ შორის მესაქონლეობაზე, რძის პროდუქტების წარმოებაზე, მეფუტკრეობასა და თევზჭერაზე, რაც დამწყებ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი საქმიანობა მრავალმხრივ განავითარონ“.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებს, ისე გუნდებს, რომლებიც ფლობენ ინოვაციურ იდეას ან უკვე მართავენ მცირე აგრობიზნესს. შერჩევის შედეგად 10-12 გუნდი იმუშავებს პროფესიონალ მენტორებთან, გაივლის ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ჩაერთვება საველე ვიზიტებსა და სამუშაო შეხვედრებში.
ირაკლი სვანიძე, „კავკასიის უნივერსიტეტის“ ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: „საირმეს რეკრეაციულ ფერმასთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან სოფლის მეურნეობის სფეროში მეწარმეების პოტენციალის გაძლიერებასა და ინოვაციების განვითარებას ემსახურება.
ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობაში დაინერგოს თანამედროვე მიდგომები, ტექნოლოგიები და სტარტაპ კულტურა. გვსურს, აღნიშნული პარტნიორობა იქცეს პლატფორმად, სადაც ახალგაზრდებსა და მეწარმეებს ექნებათ შანსი, გახდნენ ცვლილებების მამოძრავებელი ძალა.
ხედვა ასეთია – სოფლის მეურნეობა აღარ უნდა იყოს მხოლოდ ტრადიცია, ის უნდა იქცეს განვითარების, ინოვაციებისა და ახალი შესაძლებლობების სივრცედ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკასაც მნიშვნელოვნად წაადგება“.
პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება დემო დღე, სადაც მონაწილეები თავიანთ იდეებს ინვესტორებს, დარგის ექსპერტებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს წარუდგენენ. ეს იქნება დაფინანსების მოპოვებისა და ბიზნესის ზრდის უნიკალური შესაძლებლობა.
„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ სოფლის მეურნეობას, ტურიზმსა და გარემოსდაცვით მიმართულებას აერთიანებს, თუმცა მისი მისია მხოლოდ ფერმერული საქმიანობით არ შემოიფარგლება. AgriPreneur Sprint ნათლად აჩვენებს, როგორ უწყობს ხელს მსგავსი ინიციატივები სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას – სწორი პარტნიორობა, პროფესიონალური მენტორობა და პრაქტიკული გამოცდილება ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია.
პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















