წიგნი ეკოცნობიერების ამაღლებისთვის - „თეგეტასა“ და „მწვანე პოლუსის“ კოლაბორაცია
საქართველო, თბილისი - 12:43 | 10.10.2025 ნანახია: 835
რატომ უნდა ჩააბაროთ საავტომობილო ნარჩენები შესაბამის პუნქტში, რატომ არ უნდა გააღოთ მაცივრის კარი საჭიროების გარეშე, რატომ უნდა მორწყოთ ყვავილები წვიმის წყლით და რა საერთო აქვს ამ ქმედებებს ეკოლოგიასთან? ერთი შეხედვით ამ უცნაური კავშირის ლოგიკური ახსნა „თეგეტა მოტორსის“, „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ თანამშრომლობით გამოცემულ წიგნშია თავმოყრილი. კრებულში 20 ეკორჩევაა გაერთიანებული და ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „გარემოზე ზრუნვა „თეგეტასთვის“ უკვე ყოველდღიურობად იქცა. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით დასახულ პრიორიტეტებს და ვცდილობთ, მაქსიმალურად ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა, თუ რა ზიანი მოაქვს, მაგალითად, საავტომობილო ნარჩენების გარემოში დატოვებას. კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ეს საკითხი ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია.
„მწვანე პოლუსთან“ თანამშრომლობით გამოცემული წიგნი კი კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა, ახალგაზრდა თაობას არა მხოლოდ მივაწოდოთ ინფორმაცია საფრთხეების შესახებ, არამედ მათი თავიდან აცილების გზებზეც ვისაუბროთ, რაც საბოლოოდ საზოგადოებაში ქცევის შეცვლას ისახავს მიზნად“.

„თეგეტა მოტორსის“, „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და „მწვანე პოლუსის“ თანამშრომლობით გამოცემული წიგნი სამ ძირითად თემას აერთიანებს: საავტომობილო ნარჩენების გადამუშავება, ჰაერის დაბინძურება და წყლის მოხმარება. პროექტის სამიზნე აუდიტორია სკოლის მოსწავლეები არიან. კრებულის ტექსტიც შესაბამისი - მარტივი და სახალისო ენით დაიწერა. წიგნის საპრეზენტაციოდ კი 10 სკოლა შეირჩა.
ეკორჩევების წიგნს ორი გმირი ჰყავს - ფლორა და ფაუნა დაწვრილებით უყვებიან მკითხველებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ქცევა გარემოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის. გამოცემის პირველი ნაწილი საავტომობილო ნარჩენების გადამუშავებას შეეხება. ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია, “თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტი“, „თეგეტა მოტორსთან“ ერთად მუშაობს. კომპანია პროექტის ერთ-ერთი თანაავტორია და რჩევებიც მათი ხელშეწყობით მომზადდა.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „ჩვენი კომპანიის უმთავრესი ღირებულება სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ცნობიერების გაზრდაა, რაც, საბოლოო ჯამში, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს. სწორედ ეს მთავარი პრინციპი გვაერთიანებს „მწვანე პოლუსთან“. გვსურს, ერთობლივად ავუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ საავტომობილო ნარჩენების უყურადღებოდ დატოვება გარემოს დიდ ზიანს აყენებს. ამიტომ აუცილებელია მათი შეგროვება და წესების დაცვით გადამუშავება, რასაც „თეგეტა გრინ პლანეტი“ პარტნიორი ლიცენზირებული გადამმუშავებელი საწარმოების მეშვეობით აკეთებს“.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის CSR მენეჯერი: „სკოლებში ეკორჩევების წიგნის პრეზენტაციისას მოსწავლეებს არაერთ მნიშვნელოვან რჩევას ვუზიარებთ. მათ შორის, ვუხსნით და ვასწავლით, თუ რა მცირედი ნაბიჯების გადადგმით შეგვიძლია ვიზრუნოთ გარემოზე. ვუზიარებთ ჩვენს ღირებულებებსა და მიდგომებს და ვაძლევთ სტიმულს, რომ მეტად ჩართულები იყვნენ უკეთესი მომავლის შენებაში“.
„მწვანე პოლუსისთვის“ ეკორჩევების ეს უკვე მეხუთე გამოცემაა. ორგანიზაციის მიზანია, ახალ თაობას ეკოლოგიური პასუხისმგებლობის განვითარებაში დაეხმაროს.
გიორგი ჯაფარიძე, „მწვანე პოლუსის“ დამფუძნებელი: „მოხარულები ვართ, რომ ამჯერად „თეგეტა მოტორსთან“ და „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად ვაგრძელებთ ეკორჩევების ციკლს. ეს არის ეკოანბანი, რომელიც მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას, გაიგონ, რა ზიანი მოაქვს გარემოსთვის დაუდევრობას და ამასთან ერთად, გვინდა ახალგაზრდებს გავუზიაროთ ის ელემენტარული და საბაზისო რჩევები, რომლებიც ყოველდღიურობაში გამოადგებათ.
ჩვენი ორგანიზაცია უკვე წლებია, ამ მიმართულებით მუშაობს. ბოლო პერიოდის დაკვირვება აჩვენებს, რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით, ვითარება გაუმჯობესებულია. ყოველი პრეზენტაციის შემდეგ სკოლებში ერთგვარ ტესტს ვატარებთ, რომლის შედეგებიც სიტუაციის ცვლილების ნათელი დადასტურებაა“.

ეკორჩევების წიგნის საპრეზენტაციოდ შერჩეული სკოლების მოსწავლეების უმრავლესობამ ინფორმაცია უშუალოდ გამოცემის თანაავტორებისაგან მიიღო. პროექტი ჯერ ისევ გრძელდება, ოქტომბრის პირველ ნახევარში დასრულდება და ეკოლოგიური უსაფრთხოების შესახებ, ჯამში, 500-მდე მოსწავლე გაიგებს მეტს. უშუალო შეხვედრებთან ერთად, რჩევების მეტი ხელმისაწვდომობისათვის 15 პოსტერიც მომზადდება. ქარდები სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა პლატფორმაზე განთავსდება.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















