საქართველოში გვყავს პრორუსული მთავრობა, პრორუსი ლიდერი, რომელიც რუსეთიდან აღებულ პრაქტიკას იყენებს, ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 21:00 | 13.10.2025 ნანახია: 2887
საქართველოში გვყავს პრორუსული მთავრობა, პრორუსი ლიდერი, რომელიც რუსეთიდან აღებულ პრაქტიკას იყენებს, ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრაღაში “Forum 2000”-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
"საქართველოში დღეს ეს მთავრობა და პარტია, „ქართული ოცნება“, რომელიც უკვე „ქართული კოშმარი“ გახდა, თავიდან სულ სხვა რამ იყო. დღეს კი სრულიად სხვა პარტიაა. 2012 წლის წევრების დაახლოებით, 80% დღეს პარტიაში აღარაა. პირვანდელი კოალიციის სხვა პარტიებიც აღარ არსებობენ. ასე რომ, ეს უკვე სხვა ძალაა. მაგრამ მთავარ ფიგურას, ბატონ ივანიშვილს თუ დავუბრუნდებით, ის მაშინაც იყო, დღესაც არის და სწორედ ის არის ერთადერთი ადამიანი, ვინც დღეს გადაწყვეტილებებს იღებს, სრულად ნათელია, რომ მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანი მისთვის უბრალოდ მარიონეტია. ის აშკარად იყენებს რუსულ მეთოდებს, რუსულ ნარატივებს, რუსულ ინსტრუქციებს. რატომ? რა იყო შეთანხმება, ან რა მოხდა? ამას, ალბათ, ისტორია გვეტყვის.
ამჟამად ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვხედავთ და არა მათ ახსნას. ფაქტი კი ის არის, რომ საქართველოში გვყავს პრორუსული მთავრობა, პრორუსი ლიდერი, რომელიც რუსეთიდან აღებულ პრაქტიკას იყენებს, ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა, ერთი დიდი განსხვავებით: ქართული სამოქალაქო საზოგადოება არ არის რუსული სამოქალაქო საზოგადოება.
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება საბჭოთა პერიოდშიც კი არსებობდა, გვყავდა ადამიანები, რომლებიც მაშინაც ფიქრობდნენ თავისუფლად და გამოხატავდნენ საკუთარ აზრს. დღესაც გვაქვს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. გვყავს ახალგაზრდები, და მათ შორის თითქმის ყველა, ვინც 30 წლამდეა, ნამყოფია, ან სწავლობდა ევროპასა თუ ამერიკაში. ეს უკვე სხვა თაობაა, თაობა, რომელსაც ვერ დაამარცხებენ, და სწორედ ეს არის ჩვენი იმედი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრაღაში, Forum 2000 -ის პანელურ დისკუსიაზე „ცხოვრება საშიშ მეზობელთან - რუსეთთან ურთიერთობების მომავალი“.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















