თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
საქართველო, თბილისი - 18:52 | 15.10.2025 ნანახია: 722
„თეგეტამ“ დედაქალაქის ავტოპარკის განახლების მასშტაბური პროექტი წარმატებით დაასრულა. ჰოლდინგში შემავალმა კომპანიამ, Tegeta Truck&Bus-მა, თბილისის მუნიციპალიტეტს გერმანული წარმოების, MAN-ის ბრენდის, საერთო ჯამში, 200 ერთეული სატრანსპორტო საშუალება გადასცა. ავტობუსები ქალაქის მერიას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გათვალისწინებით მიეწოდა.
MAN Lion's City 18C-ის მოდელის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსებით თბილისის მოსახლეობა უკვე არაერთ მარშრუტზე გადაადგილდება.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით დიდი გამოცდილება გვაქვს, თუმცა ეს ყველაზე მასშტაბური პროექტია და მოხარულები ვართ, რომ წარმატებით დავასრულეთ. გერმანულ ავტოგიგანტთან, MAN-თან, მჭიდრო და ხანგრძლივი თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა, რომ თბილისისთვის ავტობუსების წარმოება პრიორიტეტულ საკითხად გვექცია. შესაბამისად, ავტობუსების მიწოდება დათქმულ ვადაზე ადრე შევძელით. დღეს ჩვენს ქალაქში გადაადგილდებიან ზუსტად ისეთივე მოდელის ავტობუსები, როგორებიც, მაგალითად, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ სატენდერო პირობები მხოლოდ ავტობუსით მომარაგებას არ ითვალისწინებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც ქარხნულ, ისე გახანგრძლივებულ გარანტიას, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციის ვადის ამოწურვამდე. ამასთანავე, ჩვენი გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მექანიკოსები „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ სერვისცენტრებში ავტობუსებს სრულ სერვისს უწევენ“.
„თეგეტას“ საგანგებოდ გადამზადებული მექანიკოსები რამდენიმე ბაზაზე არიან გადანაწილებული. უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც დღის, ისე საღამოს საათებში. თვის ჭრილში „თეგეტას“ მომსახურე პერსონალი „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილ ავტობუსებს 2000-ზე მეტ ინდივიდუალურ სერვისს უწევს. სამუშაოებისას გამოიყენება თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები. ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლებმა სრულად გამართული მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრონ.
მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად „თეგეტა მოტორსისა“ და Tegeta Truck&Bus-ის გუნდის წევრები ყოველწლიურ სწავლებას გადიან. მათ შორის არიან მექანიკოსები, სერვისისა და სექტორის მენეჯერები, ელექტრიკოსები და თითოეულ აგრეგატზე მომუშავე პასუხისმგებელი პირები. ჰოლდინგში აცხადებენ, რომ პერსონალი, გამოცდილებასთან ერთად, თანამედროვე ცოდნით არის აღჭურვილი.

საქალაქო ტიპის უახლესი MAN Lion's City 18C-ს ტიპის ავტობუსები 162 მგზავრზეა გათვლილი. სატრანსპორტო საშუალებებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, რომლებიც სრულად შეესაბამება თბილისის კლიმატურ პირობებს. ავტობუსი აღჭურვილია Wi-Fi სისტემებით და USB დატენის 8 წერტილით, რომლებიც თანაბრად ნაწილდება სამგზავრო განყოფილებაში.
MAN Lion's City 18C-ს შემოყვანა გარემოსდაცვითი მიმართულებითაც მნიშვნელოვანია. ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის CNG ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მოდელებთან შედარებით, გარემოსთვის გაცილებით უსაფრთხოა და CO2-ის ემისიის შემცირებას უწყობს ხელს.
ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „ჯერ კიდევ 2016-17 წლებში CNG ძრავით აღჭურვილი ტრანსპორტის გამოჩენა თბილისში წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ეკოლოგიის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად ამჯერადაც სწორედ გარემოზე ზრუნვა სახელდება. ახალი თაობის MAN -ის 18-მეტრიანი ავტობუსები მინიმალური ზემოქმედებით გამოირჩევა.
თუმცა ეს არ არის ბოლო გაჩერება გერმანული ავტოკონცერნისთვის. MAN ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია, ევროკავშირის მასშტაბით, ელექტრობუსებით მომარაგების კუთხით. სამომავლოდ, ვფიქრობთ, თბილისშიც მალე დადგება ეს საჭიროება და როგორც MAN-ის ექსკლუზიურ დილერს საქართველოში, გვექნება შესაძლებლობა, ელექტრიფიკაციის მიმართულებით პირველი ნაბიჯები ერთად გადავდგათ“.

„თეგეტა“ 2016 წლიდან აქტიურად არის ჩართული მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაში. ამასთანავე, 2023 წელს ჰოლდინგის საქმიანობა ამ მიმართულებით ქვეყნის ფარგლებს გასცდა. „თეგეტა“ ერევნის მუნიციპალური პარკის განვითარებაშიც ჩაერთო და დღეს სომხეთის დედაქალაქის მილიონზე მეტი მცხოვრები თანამედროვე ავტობუსებით გადაადგილდება.
--
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















