„ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის რუსეთისთვისაც, არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი - დიმიტრი ცქიტიშვილი
საქართველო, თბილისი - 00:04 | 10.11.2025 ნანახია: 643
„ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის შესაძლოა რუსეთისთვისაც კი, - ამის შესახებ პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ცქიტიშვილი ეხმიანება საქართველოს პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას
მისი თქმით, „ოცნება“ თავისდა უნებურად უკვე შევიდა ესკალაციის ისეთ სპირალში, საიდანაც მისთთვის სასარგებლო გამოსავალი უკვე ნაკლებად სავარაუდოა.
"რას ნიშნავს პოლიტიკური რეპრესიების ახალი ეტაპი?
ეს არის ესკალაციის სტრატეგიის ტიპიური მაგალითი, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთი ინსტრუმენტია „ოცნების“ არსენალში საერთაშორისო არენაზე.
რა გულისხმობს „ოცნების“ ესკალაციის სტრატეგია?
ყველა იმ ნაბიჯზე, რასაც „ოცნება“ მიიჩნევს მის მიმართ ზეწოლად (რაც სინამდვილეში პარტნიორების მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების დაცვას წარმოადგენს), ის პასუხობს სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვით და ცდილობს ამ გზით ევროკავშირი, აშშ-ის ადმინისტრაცია, გერმანიის მთავრობა და სხვები აიძულოს უკან დაიხიონ, აღიარონ არსებული სტატუს-კვო და გადავიდნენ „ოცნებასთან“ ტრანზაქციულ ურთიერთობაზე.
„ოცნებას“ სახელმწიფო და მთლიანად საზოგადოება მძევლად ჰყავს აყვანილი — ზუსტად ისე, როგორც ამას ჩიხში მოქცეული ტერორისტები აკეთებენ.
„ოცნება“ თავისდა უნებურად უკვე შევიდა ესკალაციის ისეთ სპირალში, საიდანაც მისთთვის სასარგებლო გამოსავალი უკვე ნაკლებად სავარაუდოა.
რატომ?
განსხვავებით „ოცნების“ რეჟიმისგან, დემოკრატიული სახელმწიფოები არ მოქმედებენ ერთი ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის პერსონალური გადაწყვეტილებების შესაბამისად.
დემოკრატიული სახელმწიფო მოქმედებს ინსტიტუციური დემოკრატიის ფარგლებში დადგენილი წესებით და მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურებით.
ამიტომ ვერანაირი შანტაჟის პირობებში ვერ შეძლებს „ოცნება“ აიძულოს ბრიუსელი, ვაშინგტონი, ბერლინი ან სხვა დემოკრატიული ქვეყნის დედაქალაქი გადადგას მათი პრინციპებსა და დადგენილ პროცედურებს საწინააღმდეგო ნაბიჯები.
უფრო მეტიც — „ოცნების“ ასეთი ანტიდემოკრატიული ქმედებები უკუკრეაქციას უფრო იწვევს. ამ გზით „ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის შესაძლოა რუსეთისთვისაც კი.
რუსეთსაც კი ისეთი რეჟიმი სჭირდება საქართველოში, რომელიც მათი შავი/სანქცირებული ფულის გათეთრებაში დაეხმარება, დასავლურ ფინანსურ ბაზრებზე დაკავშირებულობით.
არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი, რომელმაც თავისი ქვეყანა ნაცრისფერ ზონად აქცია და რომლეთან ურთიერთობასაც არანაირი პრაქტიკული სარგებელი არ მოაქვს.
ხოდა არის ეს დამდგარი ტოტალიტარიზმი თუ უხეირო დიქტატურის კონვულსიები თავად განსაჯეთ!"- წერს ცქიტიშვილი.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















