ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად „ნახირივით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა - მაია ბითაძე
საქართველო, თბილისი - 16:00 | 11.11.2025 ნანახია: 681თქვენ თუ ასე აპირებთ ზეპირად ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ, როგორც პოლიტიკური პარტია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან „გახარია საქართველოსთვის“ მოუწოდა, საქმის კეთება დაიწყონ და „ქართული ოცნების“ შეურაცხყოფას თავი დაანებონ.„მე თქვენ გირჩევთ, რეალური საქმის კეთებაში ჩაერთოთ და თავი შეიკავოთ ჩვენი სამთავრობო გუნდის შეურაცხყოფისგან, გითხარით, რომ ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, მაგრამ დღეს კვლავ აგრძელებთ საშინელი შეურაცხყოფების გავრცელებას, რასაც ნამდვილად არ შეგარჩენთ არცერთ ჯერზე“,- მიმართა ბითაძემ „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს.
მან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებებს „უტიფარი“ უწოდა.
„დღეს ჩვენ აქ ვიხილეთ აბსოლუტურად უტიფარი და უსირცხვილო განცხადებები, რომელიც წინა კვირის მსგავსად არც პროზის საღამოებს ჰგავდა და არც იმას, რომ ეს ადამიანები რაიმეს გაკეთებას აპირებენ იმისთვის, რომ თუნდაც თავიანთი წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულონ. დღეს გვესაუბრებიან იმაზე, რომ თურმე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაცები“ ვართ, თვითონ უმწიკვლოები არიან და ყველაფერი კარგის გაკეთება უნდათ.
როდესაც საჯარო მოხელეებზე საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რაღაც რეპრესიები განხორციელდა, თქვენ საჯარო სამსახურში რეპრესიები ეტყობა არ იცით, რა არის. ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, ძალიან კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად, „ნახირებზე“ „ნაციონალურ მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა მათი ოჯახის წევრებს. დღეს აქ ბედავთ და რომელიმე ჩვენგანს „ნაციონალს“ უწოდებთ იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საჯარო სამსახურში მუშაობდა? ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ, თავი შეიკავეთ იმ ადამიანებმა, რომელთა გარემოცვა არის ძირძველი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები“,- განაცხადა ბითაძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















