მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
საქართველო, თბილისი - 16:01 | 11.11.2025 ნანახია: 725
ზამთრის მოახლოებასთან ერთად ტემპერატურა იკლებს და გზაზე მოცურების რისკი იზრდება. ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზი სწორედ არასათანადოდ აღჭურვილი ავტომობილია. ამიტომ უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელია საბურავების სეზონურად შეცვლა - როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ზაფხულის საბურავები უნდა ჩანაცვლდეს. ზამთრის საბურავები უკეთეს მოჭიდებას უზრუნველყოფს და თოვლიან და ყინულიან გზებზე სამუხრუჭე მანძილს ამცირებს, რაც მძღოლსა და მგზავრებს პოტენციური საფრთხეებისგან იცავს.

ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს „თეგეტა მოტორსი“. სწორედ სეზონურ ცვლილებებთან დაკავშირებით კომპანია მომხმარებელს საბურავებზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს: „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში ზამთრის საბურავების შეძენისას, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, 22 ნოემბრის ჩათვლით, გაორმაგებული ქეშბექის აქცია მოქმედებს.
დავით ჩხაიძე, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსისთვის“ მომხმარებლის უსაფრთხოება და კომფორტი ყოველთვის პრიორიტეტია. ზამთრის სეზონი განსაკუთრებულ გამოწვევებს ქმნის გზებზე და შესაბამის მომზადებასაც მოითხოვს. სწორად შერჩეული ზამთრის საბურავები არა მხოლოდ რეკომენდაცია, არამედ აუცილებელი პირობაა უსაფრთხოებისთვის და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან გვიცავს.
ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მძღოლებისთვის სეზონური ცვლილებებისთვის მოსამზადებლად დამატებითი მოტივაცია მიგვეცა, რათა საბურავები ხელსაყრელი პირობებით შეცვალონ. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მძღოლებს, დროულად მოემზადონ ცივი სეზონისთვის და შეხვდნენ ზამთარს თავდაჯერებულად - ისე, რომ ყოველი მგზავრობა იყოს უსაფრთხო და საიმედო“.

რა უნდა გაითვალისწინოთ ზამთრის საბურავების შერჩევისას
- გადაადგილების პირობების შეფასება - განსაზღვრეთ, სად გიწევთ უმეტესად მოძრაობა: ქალაქის მშრალ გზებზე თუ თოვლიან და ყინულიან რელიეფზე. ქალაქის მოდელები განსხვავდება მკაცრი ზამთრისთვის განკუთვნილი საბურავებისგან.
- მარკირებისა და პარამეტრების შემოწმება - საბურავზე აუცილებელია ფიფქის სიმბოლო (3PMSF), პროტექტორის სიმაღლე არანაკლებ 3 მმ (მსუბუქი ავტომობილისთვის) და დამზადების თარიღი - არა უმეტეს 10 წლის წინ.
- რეგულარული მოვლა - თვეში ერთხელ შეამოწმეთ წნევა, რათა თავიდან აიცილოთ არათანაბარი ცვეთა და შეინარჩუნოთ საბურავის ოპტიმალური მახასიათებლები.
„თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავების პრემიუმ ბრენდების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. მათ შორის არის Bridgestone-ის Blizzak სერია - ზამთრის საბურავები, რომლებიც გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უმაღლესი შესრულებით ყინულსა თუ თოვლზე. გარდა იმისა, რომ ეს მოდელი გამძლე და კომფორტულია, მისი მთავარი უპირატესობაა სპეციალური Multi-Cell რეზინის ნაზავი: მიკროსკოპული ღრუები იწოვს წყალს მოყინული ზედაპირიდან, რაც უზრუნველყოფს მოკლე მანძილზე დამუხრუჭებასა და სტაბილურ მოჭიდებას ნებისმიერი ტიპის რელიეფისა თუ ამინდის პირობებში.
გარდა ამისა, „თეგეტა მოტორსში“ ხელმისაწვდომია სხვა ბრენდებიც: PIRELLI, CONTINENTAL, MICHELIN, YOKOHAMA, BF GOODRICH. „თეგეტა მოტორსში“ საბურავის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი „უსასრულო გარანტიით“ ისარგებლებს.
„თეგეტა მოტორსისთვის“, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ კომპანია მომხმარებლის მიერ ფილიალებში მიტანილი მეორადი საბურავების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას უზრუნველყოფს.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















