ჩვენ უდიდეს რუსულ ნავთობკომპანიებს დავარტყით, დასასანქცირებელი თითქმის არაფერი დარჩა - მარკო რუბიო
საქართველო, თბილისი - 10:44 | 13.11.2025 ნანახია: 821
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ვაშინგტონმა თითქმის მიაღწია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ზღვარს. მისივე თქმით, შეზღუდვები უკვე დაწესდა მსხვილი ნავთობკომპანიებისთვის, შემდეგი ნაბიჯები კი, სავარაუდოდ, უფრო არსებული სანქციების აღსრულებას გულისხმობს, ვიდრე ახლის დაწესებას.
ამის შესახებ რუბიომ კანადაში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მოსკოვზე სანქციების ზეწოლის გაზრდის შესახებ რეპორტიორის კითხვაზე პასუხის გაცემისას, რუბიომ განაცხადა, რომ „თითქმის არაფერი დარჩა, რისი სანქცირებაც შეგვიძლია“.
„ჩვენ მათ უდიდეს ნავთობკომპანიებს დავარტყით, ეს სწორედ ის იყო, რასაც ყველა ითხოვდა“, - თქვა რუბიომ.
სახელმწიფო მდივანი ასევე შეეხო ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საკითხს, რომელსაც რუსეთი ნავთობის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლისთვის იყენებს.
რუბიომ მის წინააღმდეგ ბრძოლა შეაფასა, როგორც „სანქციების განხორციელების უზრუნველყოფის მექანიზმი“ და არა როგორც ახლის დაწესების საბაბი.
რუბიომ გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროპელმა პარტნიორებმა ამ პროცესში უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულონ, რადგან გემების მნიშვნელოვანი ნაწილი მათ ტერიტორიებთან უფრო ახლოს გადის.
შეკითხვაზე, ნამდვილად ისწრაფვის თუ არა რუსეთი მშვიდობისკენ, რუბიომ უპასუხა, რომ ამაზე მსჯელობა მხოლოდ მისი ქმედებების შეფასებით უნდა შეიძლება .
მისი აზრით, მოსკოვმა „ნათლად განაცხადა, რა სურს – მათ დონეცკის ოლქის დანარჩენი ნაწილი სურთ და ასეთი მოთხოვნები უკრაინული მხარისთვის მიუღებელია“.
რუბიომ ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინტენსიურ სარაკეტო დარტყმებზე, რომლებიც, მისი თქმით, ელექტროქსელის განადგურებასა და მოსახლეობის დემორალიზაციას ისახავს მიზნად.
უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში, სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები უკრაინულ მხარესთან მიმდინარე მოლაპარაკებებს აწარმოებს ენერგოსისტემის სტაბილიზაციაში დახმარების შესახებ.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ენერგოსისტემის მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება. რუბიოს თქმით, განიხილება როგორც სპეციალიზებული აღჭურვილობის, ასევე თავდაცვითი იარაღის მიწოდება ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად.
თუმცა, მთავარ პრობლემად რჩება აღჭურვილობის დამონტაჟებიდან მალევე განადგურების მაღალი რისკი.
„თუ ეს აღჭურვილობა დამონტაჟებიდან ერთი კვირის შემდეგ განადგურდება, ეს პრობლემად რჩება. და ასე იყო ეს ბოლო ორი ან სამი წლის განმავლობაში“, - თქვა რუბიომ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















