კონკურსში „თბილისი 2016“ მონაწილეობა 550 კონკურსანტმა მიიღო - გიორგი ალიბეგაშვილმა

საქართველო, თბილისი - 22:34 | 16.10.2016
ნანახია: 25

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016“- დაჯილდოება გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიალი პროექტის ინიციატორმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გახსნა და კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  მისი თქმით, ეს  კონკურსი არის ეროვნული მნიშვნელობის უმაღლესი დონის კონკურსი, რომლის მიზანი ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირების ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და წახალისებაა. “მასში მონაწილეთა სიმრავლე სწორედ ამით აიხსნება”, - დასძინა ალიბეგაშვილმა.  

წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი საავტორო ნაწარმოები განიხილებოდა და კონკურსანტს ნებისმიერ თემატიკაზე თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარდგენა შეეძლო. 

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში „თბილისი 2016“ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში - წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები, წლის საუკეთესო ესსე, წლის საუკეთესო ტიხრული მინანქრის ნამუშევარი, წლის საუკეთესო საიუველილრიო ნაკეთობა, წლის საუკეთესო სიმღერა, წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები, წლის საუკეთესო ქანდაკება, წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები, ასევე წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაშრომი გამოვლინდნენ. 

როგორც „კონკურსის ორგანიზატორმა, თიკა რუხაძემ განუცხადა, წელს კონკურსში მონაწილეობა 550 ნომინანტმა მიიღო.

მისი თქმით, ჟიურის წევრებმა, სამი თვის განმავლობაში, მაქსიმალურად იმუშავეს და ნომინანტებს შორის რჩეულები გამოავლინეს.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის, „თბილისის“ საორგანიზაციო ჯგუფი თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის კონკურსში მონაწილეობისა და იმედოვნებს, რომ ყოველწლიურად შემოქმედთა აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე