"ნაცმოძრაობის' ქმედებები დასრულდა 2008 2ლის ომით, ეს მოიტანა მათმა ქარაფშუტულმა ქცევამ, „კოკოითი ფანდარასტით“ რომ დადიოდნენ და ეგონათ, ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდნენ - შალვა პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:09 | 21.11.2025 ნანახია: 623
არაერთხელ ავხსენით, კიდევ გავიმეორებ, რომ 2006 წელს, სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზებითა და ხელშეწყობით, ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ე.წ. ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნები, რაც თავისი არსით უკვე იყო არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევა, არამედ იყო ღალატი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ეროვნულ ინტერესებს, ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ დარჩეს.
„2006 წელს ჩატარდა უკანონო, ანტიკონსტიტუციური, სეპარატისტული არჩევნები, 2007-ში, ამ არჩევნების საფუძველზე შეიქმნა ყოფილი სამხრეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ადმინისტრაცია, 2007 წელსვე აღდგა 1990 წლის ადმინისტრაციული საზღვრები. ამით შექმნეს ყველანაირი წინაპირობა, მათ შორის სამართლებრივი, რომ ადმინისტრაციული საზღვრები აღადგინეს და მეორე – შექმნეს ესკალაციური გარემო, რამაც მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე. ეს არის ურთიერთდაკავშირებული ჯაჭვი ქმედებებისა, რომელიც დასრულდა 2008 წლის ომით და დამანგრეველი ეფექტი იქონია ქვეყნისთვის, მათ შორის ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციის და რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების სახით.
ეს მოიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ქარაფშუტულმა ქცევამ, „კოკოითი ფანდარასტით“ რომ დადიოდნენ და ეგონათ, ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდნენ. ეს ხალხი დღეს კიდევ რომ პოლიტიკაშია, ასე ქარაფშუტობით ქვეყანა რომ ომში შეიყვანეს, ეს არის დასტური, რასთან გვქონდა საქმე სააკაშვილის რეჟიმის სახით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს სამართლებრივ-პოლიტიკურ, ტერმინოლოგიურ სივრცეში არ დარჩეს.
რაც შეეხება თავად ამ ადმინისტრაციას, მის თანამშრომლებს, ხელმძღვანელებს, წლების განმავლობაში ისინი კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ თავის საქმეს და ყველას მადლობა ეთქმის, ვინც თავადაც ამ გარემოების, გარკვეულწილად მძევალი იყო, იმ მხრივ, რომ არაკონსტიტუციურად შექმნილი ორგანო იყო. რა თქმა უნდა, მათ თანამშრომლებს მადლობა ეთქმით იმ საქმისთვის, რაც გასწიეს ამ წლების განმავლობაში, თუმცა თავად ეს ორგანო, რომელიც სრულად არის ანტიკონტიტუციური, ეს მიდგომა, რომელმაც თავის დროზე მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე, რა თქმა უნდა, ითხოვს გადაწყვეტილებას და შესაბამისად, საკანონმდებლო ქმედებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















