რუსტემ უმეროვი უარყოფს ინფორმაციას, რომ უკრაინა შეერთებული შტატების ახალ „სამშვიდობო გეგმას“ დათანხმდა
საქართველო, თბილისი - 15:11 | 21.11.2025 ნანახია: 711
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უარყოფს შეერთებულ შტატებთან ახალი „სამშვიდობო შეთანხმების“ „კოორდინაციას“ და ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ხელისუფლება ყურადღებით განიხილავს პარტნიორების წინადადებებს უკრაინის უცვლელი პრინციპების ფარგლებში.
უმეროვის თქმით, კიევში ამერიკული დელეგაციის მუშაობა გრძელდება, თუმცა საჯარო სივრცეში კონსულტაციების შინაარსთან დაკავშირებით სპეკულაციები ჩნდება.
უმეროვი აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში საქმიანი ვიზიტის დროს მან წმინდა ტექნიკური დავალება შეასრულა - შეხვედრების ორგანიზება და დიალოგისთვის მომზადება.
„მე არ მიმიცია არანაირი შეფასება, მით უფრო, რომელიმე დებულების დამტკიცება. ეს ჩემს უფლებამოსილებაში არ შედის და არ შეესაბამება პროცედურას“, - წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.
როგორც უმეროვმა განმარტა, 20 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტი ესაუბრა ამერიკულ დელეგაციას, რომელთაც უფლებამოსილება დონალდ ტრამპმა მიანიჭა. უმეროვის თქმით, უკრაინული მხარე ყურადღებით იკვლევს პარტნიორების ყველა წინადადებას.
„პუბლიკაციებს მედიაში სავარაუდო „შეთანხმების“ ან „პუნქტების ამოღების“ შესახებ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ეს არის კონსულტაციების შესახებ კონტექსტიდან ამოგლეჯილი დაუდასტურებელი ინფორმაციის მაგალითები. ჩვენ საფუძვლიანად ვმუშაობთ პარტნიორების წინადადებებზე უკრაინის უცვლელი პრინციპების – სუვერენიტეტის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისა და სამართლიანი მშვიდობის ფარგლებში“, – წერს უმეროვი.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















