Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა - პორშემ ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილი წარადგენა
საქართველო, თბილისი - 18:30 | 21.11.2025 ნანახია: 5873
- საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომია ორი ვერსია: Cayenne Electric და Cayenne Turbo Electric
- ტექნიკური მონაცემები: სიმძლავრე 1156 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 2,5 წამში და მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ
- დამუხტვა: სიმძლავრე 400 კვტ-მდე, 10%-დან 80%-მდე დამუხტვის დრო 16 წუთი
- სასვლო მარაგი: 642 კილომეტრის რესურსი
- კიდევ უფრო განვითარებული Porsche Driver Experience: Flow Display-თა და ახალი ციფრული Porsche Digital Interaction-ით
- დიდი არჩევანი: კაიენი ხელმისაწვდომი რჩება შიგაწვისა და ჰიბრიდული ძრავებითაც
Porsche-ს SUV სეგმენტში, სადაც Cayenne უკვე ისტორიული წარმატების სიმბოლოა, სრულიად ახალი, ელექტრული ერა იწყება. ბრენდი ელექტრომობილების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და მეორე სრულად ელექტრო SUV Cayenne Electric წარადგინა, რომელიც Porsche-ს პერფორმანსს თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს.
საწყის ეტაპზე ორი მოდელი იქნება ხელმისაწვდომი: Cayenne Electric და Cayenne Turbo Electric, რომლებიც CO₂-ემისიას ნულოვან დონეზე ინარჩუნებს და WLTP-ის მიხედვით, ერთი დამუხტვით 623-642 კმ-მდე დაფარვას უზრუნველყოფს. ამასთანავე, Turbo ვერსია Porsche-ს ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილია: Launch Control-ის გამოყენებით ის 1 156 ცხენის ძალას ავითარებს და 100 კმ/სთ-მდე 2,5 წამში აჩქარდება, რაც SUV კლასში ახალი სტანდარტია, ხოლო „კაიენის“ საწყისი მოდელი Launch Control-ით 442 ცხენის ძალამდე ავითარებს და ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/სთ.
ელექტროკაიენი ენერგიის უკუგებაში, ანუ რეკუპერაციის თვალსაზრისითაც ტოპ-მონაცემებს გთავაზობთ: 600-კილოვატიანი რეკუპერაცია Formula E-ს ავტომობილების შესაძლებლობებს უტოლდება.

ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ის გენერალური დირექტორი: „Cayenne Electric პერფორმანსის ახალ განზომილებას ქმნის და SUV-სეგმენტში ისეთ სტანდარტს აწესებს, რომელიც მომავლის ტექნოლოგიების საზღვრებს მნიშვნელოვნად განავრცობს. სპორტული მემკვიდრეობა და ელექტრული დინამიკა ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ავტომობილს, რომელიც ერთდროულად სპორტულიცაა და ყოველდღიური მოხმარებისთვისაც სრულყოფილი“.
მაღალ პერფორმანსს ელექტროძრავის სრულიად ახალი არქიტექტურა უზრუნველყოფს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დამუხტვის სისტემასაც: 113-კილოვატსაათიანი ბატარეა და 800-ვოლტიანი არქიტექტურა საშუალებას აძლევს ავტომობილს, 390-400 კვ სიმძლავრით დაიტენოს. ამ ტექნოლოგიით ბატარეა 10%-დან 80%-მდე 16 წუთზე ნაკლებში იმუხტება, ხოლო 300 კმ-ის გასავლელად საკმარისი ენერგია მძღოლს დაახლოებით 10 წუთში შეუძლია მიიღოს.

დიზაინის მიმართულებით Cayenne Electric ინარჩუნებს Porsche-სთვის დამახასიათებელ პროპორციებს და არა მხოლოდ ვიზუალურ დინამიკას უზრუნველყოფს, არამედ ენერგოეფექტურობასაც ზრდის.
ინტერიერი ახალი თაობის ციფრული გამოცდილებით გამოირჩევა. Porsche Driver Experience-ის განახლებული კონცეფცია Flow Display-ის დიდ OLED-პანელს აერთიანებს, რომელსაც სრულად ციფრული ხელსაწყოთა პანელი და მგზავრისთვის განკუთვნილი 14,9-დუიმიანი მონიტორი ახლავს. პირველად Cayenne-ში ინტეგრირებულია AR-Head-Up Display-იც - სისტემა, რომელიც რეალურ და ციფრულ შრეებს ერთმანეთს აკავშირებს.

ქართველ მომხმარებელს Cayenne Electric-ის შეძენა „პორშე ცენტრი თბილისში“ შეუძლია. წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია.
Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















