ღირსეული პასუხი გვექნება ყველა ინსტანციაში - ირაკლი კირცხალია BBC-ის სტატიაზე
საქართველო, თბილისი - 15:51 | 01.12.2025 ნანახია: 619
გვექნება ღირსეული პასუხი ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს“.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის სრულიად ლოგიკური, რადგან რაც BBC-ის მხრიდან ვნახეთ და მოვისმინეთ, გასცდა ყველანაირ ზღვარს. რა შეიძლება დავარქვათ? ძალიან მარაზმში არიან გადასული. გასაკვირი არ არის, როდესაც იმ მეინსტრიმ მედიებზე ვსაუბრობთ, როგორიც არის BBC. მათი სახე მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ გამოჩნდა. ასევე, ნიშანდობლივია თეთრ სახლში რომ დაემატა ერთი გრაფა, სადაც არასანდო მედიასაშუალებებია ჩამოთვლილი და იქ BBC-ც არის. გავიხსენოთ რამდენიმე კვირის წინანდელი სკანდალი, რომელსაც შეეწირა, დირექტორი თუ ახალი ამბების ხელმძღვანელი. ამ ყველაფრის შემდეგ რას ვხედავთ? სრულიად მარაზმს, აბსურდს ვისზე დაყრდნობით? ჩახუნაშვილი და ა.შ. მათი რიგითი აგენტურები, პატარა „აგენტუკები", რომლებიც ჩადიოდნენ და ქვეყნის საწინააღმდეგო დასმენას ახდნენ. შედარებით მძიმე წონიანი აგენტურული წარმომადგენლებიც ვნახეთ - ჰელსინკის კომისია იქნება თუ სხვა - ამაზე დაყრდნობით BBC -ს, ყოფილი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი რეპუტაციის მქონე მედიის, მხრიდან ვისმენთ ასეთ დეზინფორმაციას. სასაცილოა, მაგრამ რეალურად, სასაცილო არ არის, რადგან ამ მარაზმის ქვეშ არის მთელი მსოფლიო. როცა ასეთი მედიასაშუალებებისგან ვისმენთ ასეთ ინფორმაციას და ვისმენთ ასეთ უსტანდარტო სიცრუეზე აგებულ ინფორმაციას, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ?”- განაცხადა კირცხალიამ.
შეგახსენებთ, გამოცემა BBC-ის გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დეონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC-ი წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















