„კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
საქართველო, თბილისი - 18:50 | 01.12.2025 ნანახია: 7653
ევროპაში წამყვანი სამედიცინო, ველნეს და სპა-ოპერატორი Ensana ქართულ ბაზარზე შემოდის და საირმეში იწყებს ოპერირებას. Ensana 2026 წლიდან „კურორტი საირმის" სამ ობიექტზე დაიწყებს ოპერირებას: New Sairme, Sairme Resort და Sairme Public Spa.
„კურორტ საირმეს" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ნიკა კოხოძის განმარტებით, მსოფლიო დონის ბრენდის ქართულ კურორტზე გამოჩენითა და Ensana-სთან თანამშრომლობით საირმე განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
ნიკა კოხოძე, „კურორტ საირმეს" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი: „Ensana-სთან თანამშრომლობა საირმისთვის განვითარების ახალ ეტაპს ნიშნავს. ამ თანამშრომლობისადმი ჩვენი ძლიერი ნდობისა და რწმენის დასტურად, მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, რათა შევძლოთ სხვადასხვა სეგმენტის სტუმრების მომსახურება. Ensana-ს ჩართულობით საირმეში შეიქმნება მსოფლიო დონის დასვენების პირობები და დაინერგება საერთაშორისო სტანდარტები. პროექტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და პირდაპირ უწყობს ხელს რეგიონის სოციალური კეთილდღეობის ზრდას".
Ensana გეგმავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, სამედიცინო ველნეს მომსახურებების გაფართოებასა და საირმის, როგორც რეგიონული მნიშვნელობის ჯანმრთელობისა და რეკრეაციის ცენტრის გაძლიერებას. კომპანია ყურადღებას გაამახვილებს ბუნებრივი მინერალური წყლების უნიკალურ თვისებებზე, თანამედროვე სამედიცინო პროგრამების ინტეგრირებასა და მომსახურების ხარისხის სისტემურ გაუმჯობესებაზე.
Ensana-ს აღმასრულებელი დირექტორი, ფრენკ ჰალმოში აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ქართულ ბაზარზე შემოსვლა და საირმეში ოპერირება გარდამტეხი მნიშვნელობისაა. მისი თქმით, „კურორტი საირმე" თავისი მდებარეობით, ბუნებითა და მინერალური წყლებით იდეალურად ერწმის Ensana-ს ექსპერტიზასა და ფილოსოფიას ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ.
ფრენკ ჰალმოში, Ensana-ს აღმასრულებელი დირექტორი: „ეს ნაბიჯი გვაძლევს საშუალებას. შევათავსოთ საქართველოს მდიდარი ისტორია და კულტურა ჩვენს საუკუნოვანი ტრადიციის მქონე მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სპა-თერაპიებთან. გვსურს, საერთაშორისო მოგზაურებს გავაცნოთ კიდევ ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელიც სულ უფრო იპყრობს გლობალური აუდიტორიის ყურადღებას. არ არის საიდუმლო, რომ ჩვენ სხვა ლოკაციებსა და სასტუმროებსაც ვაკვირდებით, ასე რომ, Ensana-ს ბრენდი მალე იმედია, ძალიან ცნობილი გახდება საქართველოში".
Ensana გეგმავს „კურორტ საირმეს" პოპულარიზაციას ინოვაციური განახლებების გზით, როგორებიცაა გაფართოებული ბალნეოთერაპიის პროგრამები, ეკოლოგიურად სუფთა ობიექტები და ადგილობრივებთან პარტნიორობა კულტურული ტრადიციების შესანარჩუნებლად. სამუშაო ადგილების შექმნის, საზოგადოების კეთილდღეობის ინიციატივებისა და საერთაშორისო მარკეტინგის ხელშეწყობით, კომპანიის მიზანია საქართველოს და საირმის პოზიციონირება, როგორც გლობალური ველნესისა და ჯანმრთელობის სპა-ცენტრის წამყვანი ადგილისა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და, ამავდროულად, პატივს სცემს მის ბუნებრივ და კულტურულ საგანძურს.
Ensana-ს შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ველნეს ტურიზმის სწრაფ ზრდას. ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ბრენდის გამოჩენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საირმის პოზიციას ევროპულ ბაზარზე და გააჩენს ახალ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი ეკონომიკისთვის, ისე ქვეყნის ტურისტული იმიჯისთვის.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















