რა ქიმიური ნივთიერება? არაფერი ყოფილა გამოყენებული, რაც აკრძალულია, ჩვენ ხომ BBC არ ვართ, რომ ტყუილზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 14:41 | 04.12.2025 ნანახია: 625
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად ხელისუფლებას არავითარი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია.
როგორც მერმა დღეს ჟურნალისტებს BBC-ს გამოძიებაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, ეს ყველაფერი არის საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანია.
„ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ცრუ კამპანია, რაც პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი ფაქტი და სპეკულაცია გვახსოვს. აღნიშნული მიმართულებით გამოძიება დაწყებულია. ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, რომელიც აკრძალულია, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. დანარჩენი - დაველოდოთ გამოძიებას, რომელშიც ყველაფერი იქნება დადასტურებული კონკრეტული ფაქტებით და კვლევებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მერის თქმით, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც პირველი შემთხვევა არ არის.
„როდესაც ვრცელდება მიზანმიმართული სიცრუე, დაფუძნებული ტყუილზე, მოგონილზე, არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება - ეს არის მცდელობა ქვეყნის წინაღმდეგ. იგივე კეთდებოდა, როდესაც გვიმტიცებდნენ, რომ თითქოს სააკაშვილი იყო მოწამლული და მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ცრუ კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობდა. ეს იყო რეალურად პიარკამპანია, რომელშიც თანხები იყო გადახდილი, რაც მოგვიანებით გაირკვა. ამ ტიპის სპეკულაციებთან გვაქვს საქმე ამჯერად BBC-ს მხრიდან“, - აღნიშნა მერმა.
მისივე თქმით, აქციების დაშლა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც და საქართველოს ხელისუფლება იყენებს იმ მეთოდებს, რომელიც მიღებულია.
„რა ქიმიური ნივთიერება?მხოლოდ საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არაფერი ყოფილა გამოყენებული, რაც არის აკრძალული. რაც დაშვებულია და მისაღებია, ის იყო გამოყენებული. ჩვენ ხომ BBC არ ვართ, რომ ტყუილზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. არანაირი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებიათ. ჯერ გვიმტკიცებდნენ, რომ ასე იყო, შემდეგ კი სავარაუდოდო, უკვე უკან დაიხიეს. იმიტომ რომ ეს არის ტყიული. ამიტომ არის გამოძიება დაწყებული, რომ ყველა კითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს არავითარი პასუხგაუცემელი კითხვა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გამოყენებული აქციების დასაშლელად, ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება. მე იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. მე ვამბობ იმას, რაც თქვა შს მინისტრმა, რომ არაფერი ყოფილა გამოყენებული ისეთი, რაც არის აკრძალული. რა იყო გამოყენებული, ამას გვეტყვის გამოძიება კონკრეტული კვლევით, კონკრეტული დასკვნით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















