მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტია უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის - 2026-2027 წლებში უკრაინის საჭიროებები 137 მილიარდ ევროს შეადგენს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
საქართველო, თბილისი - 14:57 | 17.12.2025 ნანახია: 477
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილება დეკემბრის სამიტზე უნდა მიიღოს. ამის შესახებ მან 18-19 დეკემბრის ევროკავშირის სამიტამდე გამართული პლენარული დებატების წინ განაცხადა.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ევროპამ უნდა გააკეთოს საკუთარი თავდაცვისთვის.
„ამის უზრუნველსაყოფად მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება. ჩვენ უნდა ავირჩიოთ, თუ როგორ დავაფინანსებთ უკრაინის ბრძოლას. ჩვენ ვიცით, რომ ეს გადაუდებელი აუცილებლობაა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ ევროკომისიისა და სავალუტო ფონდის შეფასებით, 2026-2027 წლებში უკრაინის საჭიროებები დაახლოებით 137 მილიარდ ევროს შეადგენს
„ევროპამ ორი მესამედი უნდა დაფაროს - ეს 90 მილიარდი ევროა. და ეს მხოლოდ ციფრებს არ ეხება - ასევე ეხება უკრაინის უნარის გაძლიერებას, უზრუნველყოს რეალური მშვიდობა - სამართლიანი, მდგრადი, რომელიც დაიცავს როგორც უკრაინას, ასევე ევროპას. და ეს ასევე ეხება რუსეთისთვის ამ ომის ფასის გაზრდას“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
„მე შემდეგი ევროპული საბჭოს შეხვედრისთვის ორი ვარიანტი შევთავაზე: [რუსულ] აქტივებზე დაფუძნებული გადაწყვეტა და ევროკავშირის სესხებზე დაფუძნებული გადაწყვეტა. ჩვენ მოგვიწევს ავირჩიოთ, რომელი გზის გავლა გვინდა. მაგრამ ძალიან ნათელია, რომ უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროპული საბჭოს ამ შეხვედრაზე უნდა მივიღოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















