EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
საქართველო, თბილისი - 15:00 | 17.12.2025 ნანახია: 7938
„თეგეტა ჰოლდინგი“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საავტომობილო სექტორში განვითარების მასშტაბურ პროექტს იწყებენ. სტრატეგიული თანამშრომლობა საავტომობილო სერვისის რეგიონული ჰაბის გაფართოებას, პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ჰოლდინგის კორპორაციული მმართველობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში EBRD 25 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გასცემს, ხოლო „თეგეტა ჰოლდინგი“ 7 მილიონ ევროს საკუთარი ინვესტიციით აფინანსებს. მიღებული ფინანსური რესურსი თბილისის შემოვლით გზაზე მდებარე „გეზის“ ფილიალის გაფართოებას მოხმარდება, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ჰაბია. სესხის დაფინანსების გარდა, EBRD უზრუნველყოფს ტექნიკური თანამშრომლობის სერვისებს, რომლებიც „თეგეტა აკადემიაში“ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სპეციალიზებული სასწავლო პროგრამების განვითარებასა და კორპორაციული მმართველობის პრაქტიკების დანერგვას მოიცავს.
შეთანხმებას „თეგეტას“ მრავალფუნქციურ სერვისცენტრში მოეწერა ხელი, რომელიც სატვირთო ავტომობილებს, ავტობუსებსა და კომერციულ ტრანსპორტს აერთიანებს. ხელმოწერის ღონისძიებას EBRD-ს რეგიონული დირექტორი კავკასიის რეგიონში და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ EBRD-სთან მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ. „თეგეტას“ გამოცდილებითა და ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერით პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას ვგეგმავთ. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად განამტკიცებს კადრების მომზადების სტანდარტებს საავტომობილო სექტორში და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს დასაქმებისა და პროფესიული წინსვლისთვის.
სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარე სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრი უკვე რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა და მსოფლიო ბრენდის, MAN-ის, მიერ A კატეგორიით არის აღიარებული. ფილიალის კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის სერვისების მოცულობას და გააძლიერებს როგორც „თეგეტას“, ისე საქართველოს, როგორც მთავარი ტრანზიტული ქვეყნის, როლს რეგიონში.
საავტომობილო ინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილება, მდგრადი განვითარების თანმიმდევრული სტრატეგია და ბიზნესპროცესების გამჭვირვალობა ის კრიტერიუმებია, რითაც EBRD-ს მოთხოვნებს სრულად ვაკმაყოფილებთ. შესაბამისად, გვაქვს ნდობა და მხარდაჭერა, რომ შვიდწლიანი პროექტის ფარგლებში დასახულ მიზნებს წარმატებით მივაღწიოთ.
ეს არის ინოვაციური სივრცე, რომელიც ერთ ადგილზე აერთიანებს სატვირთო ავტომობილების, კომერციული ტრანსპორტისა და ავტობუსების სრულ სერვისს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მიზნად ვისახავთ ისეთი ზონის შექმნას, რომელიც ადგილობრივ და ტრანზიტულ ათასობით ავტომობილს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს, ხოლო მძღოლებისთვის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს“.

პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება „თეგეტა აკადემიის“ მხარდაჭერაა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ახალი სასწავლო მოდულები სატვირთო და კომერციული ავტომობილებით დაინტერესებული პირებისთვის. სასწავლო პროგრამებში მინიმუმ 200 მონაწილე ჩაერთვება. ისინი თეორიულ სწავლებას „თეგეტა აკადემიაში“ გაივლიან, პრაქტიკულ სესიებს კი - „თეგეტა მოტორსის“ „გეზის“ ფილიალში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. სწავლება პროფესიონალი ტრენერების მონაწილეობით წარიმართება. ამ პროცესში EBRD და „თეგეტა ჰოლდინგი“ ერთობლივად ჩართავენ ექსპერტთა გუნდს, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას უზრუნველყოფს.
პარტნიორობა ასევე მიმართულია კორპორაციული მმართველობისა და გამჭვირვალობის გაძლიერებაზე. „თეგეტა ჰოლდინგი“ - საქართველოში ერთადერთი საავტომობილო კომპანია, რომელიც ნებაყოფლობით აქვეყნებს წლიურ ანგარიშს, EBRD-ს პარტნიორობით დანერგავს კორპორაციული მმართველობის დამატებით მექანიზმებს, რათა სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.
EBRD-სთან შვიდწლიანი პროექტის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგი“ საერთაშორისო თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან და მყარად იმტკიცებს პოზიციებს როგორც შიდა, ისე რეგიონულ საავტომობილო ბაზრებზე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















