გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
საქართველო, თბილისი - 14:48 | 18.12.2025 ნანახია: 8515
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს საქველმოქმედო პროექტში თანამონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. 30 დეკემბრამდე თითოეული მომხმარებლის მიერ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ნებისმიერი საავტომობილო პროდუქტის შეძენის შემთხვევაში ყოველი გადახდიდან 1 ლარი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან გადაირიცხება.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს განსაკუთრებული გამოცდილება შეუქმნას. ამჯერად მათ საშუალებას ვაძლევთ, ჩვენთან ერთად წინასაახალწლო საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩაერთონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ჯადოსნური ახალი წლის განწყობის შექმნაში.
პროექტის იდეა ჩვენი უკვე ტრადიციული „ზრუნვის კედლის“ ინსპირაციით შეიქმნა. თეგეტელები ბოლო წლებია, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და მოხუცების საიდუმლო სანტები ვხდებით და მათი სურვილების ასასრულებლად ვიკრიბებით.
ახლა კი გვინდა, რომ ზრუნვის გაზიარების ეს ემოცია ჩვენს მომხმარებელსაც შევაგრძნობინოთ. მათ მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხიდან 1 ლარი „SOS ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარების საჩუქრებსა და საახალწლო სურვილების ასრულებას მოხმარდება. გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი CSR სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების, საზოგადოების მხარდაჭერის პროექტებში, ჩვენი მომხმარებელი და თეგეტელები ჩავრთოთ“.
წინასაახალწლო საქველმოქმედო პროექტიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდ „SOS ბავშვთა სოფელში“ სრულად გადაირიცხება და მიტოვების რისკის წინაშე მყოფ, სიღარიბეში მცხოვრებ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.
მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR მენეჯერი: „ყველა ბავშვი იმსახურებს მშვიდ, ბედნიერ, სიყვარულით სავსე ცხოვრებასა და გარემოს, სადაც ყველაფერია მისი განვითარებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი რეალობა ხშირად განსხვავებულია. „თეგეტა მოტორსი“ იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც მზრუნველობამოკლებული ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებაზე წლებია, ზრუნავენ და საზოგადოების წინაშე ამ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ახალი წლის ჯადოსნურ პერიოდში განსაკუთრებით გვჯერა, რომ დიდ საქმეში პატარა მონაწილეები არ არსებობენ, რომ ქველმოქმედების ძალა სწორედ ერთობაშია. ჩვენი დიდი ხნის პარტნიორთან „SOS ბავშვთა სოფელთან“ ერთად ამ ხედვას ვიზიარებთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო პროექტით ჩვენს მომხმარებლებთან ერთად ვაჩუქოთ მათ დღესასწაული“.
საქველმოქმედო ფონდი „SOS ბავშვთა სოფელი“ „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმის - Tegeta.care-ის დიდი ხნის მეგობარია. ორგანიზაცია 1989 წლიდან მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებებს იცავს, ეხმარება სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებსა და ახალგაზრდებს და უზრუნველყოფს მათ გაძლიერებას. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, ორგანიზაციის პროგრამებში ჩართულია 1800-მდე ბავშვი და მოზარდი. Tegeta.care-ის პლატფორმის საშუალებით, „თეგეტას“ მსგავსად, ნებისმიერ კომპანიასა და ადამიანს აქვს საშუალება, ორგანიზაციის გაძლიერებაში მიიღოს მონაწილეობა და უკეთესობისკენ შეცვალოს იმ ადამიანების ცხოვრება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















