ჩემი ამოცანა ისაა, რომ შეიძლება ძალიან ცოტა დრო გვქონდეს და ეს ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ - ზურაბ ჯაფარიძე
საქართველო, თბილისი - 13:21 | 19.12.2025 ნანახია: 5785
ჩემი ამოცანა ისაა, რომ იმ გათვლით ვიყოთ, რომ შეიძლება ძალიან ცოტა დრო გვქონდეს და ეს ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ, ჟურნალისტებს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან განუცხადა.
„რაც შეეხება ახალ ბრალს, არაფერი. ჩემზეც, ლაკაზეც, გვარამიაზეც, ვაშაძეზეც, ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტახნით გამოგიშვებთ, რომ შეიგრძნოთ ხელახლა, რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ ან უნდა გაჩუმდეთ ან ქვეყნიდან უნდა წახვიდეთ. არავინ ამის გამკეთებელი არ არის. არსად არ ვაპირებ წასვლას და არც არავინ დააპირებს, რამდენადაც მე ვიცნობ ამ ადამიანებს და მგონია, კარგად ვიცნობ. მერე რას იზამენ არ ვიცი. არ მგონია, გადაწყვეტილი ჰქონდეთ უკვე, ჩაგვსვამენ თუ არა 7 წლით ან 15 წლით. ალბათ, გზადაგზა გადაწყვეტენ მაგას. ეს იმიტომ, რომ მუდმივად ამ განცდის ქვეშ იყო, რომ ცოტა დრო გაქვს და შეიძლება, ნებისმიერ მომენტში ჩაგვსვან ციხეში. ჩემი ამოცანა ისაა, რომ იმ გათვლით ვიყოთ, რომ შეიძლება ძალიან ცოტა დრო გვქონდეს და ეს ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ"მ - განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, ის აპირებს, რომ დღეს რუსთაველზე გავიდეს.
„რასაც ვაპირებ არის, რომ რაღაც შეხვედრები დაგეგმილი მაქვს, იქიდან ვეცადე რომ დამეგეგმა. ყველასთან: პარტიებთანაც, აქტივისტებთანაც. ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც საჯაროდ ლაპარაკობს. მთავარი სათქმელი არის ის, რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს გზა. ვერცერთ შემთხვევაში, ეს გზა ვერ იქნება ისეთი რთული, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა, რომელიც აქ ვცხოვრობთ, ერთი საუკუნის წინ, რუსების ხელში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ. როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება. არ გარუსდება გამორიცხულია. მე რასაც ვუსმენდი, ბევრს ვხედავ, რომელსაც სამი-ოთხი წლის წინ, რომ ვეუბნებოდი ერთობის გარეშე არაფერი გამოვა, საწინააღმდეგოს მიმტკიცებდნენ, ახლა ვუსმენდი და ეთერებში ლაპარაკობდნენ, რომ ერთობის გარეშე არაფერი გამოვა. ერთობის შანსი უფრო დიდია, შეუდარებლად. რაც შეეხება პროცესის ლიდერს, არ ვიცი ამას ლიდერი დაერქმევა თუ რა დაერქმევა, ნებისმიერ შემთხვევაში, მაგის გარეშე, რომ არაფერი გამოვა, მგონია, რომ ბევრმა გაიაზრა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















