ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც ორგანიზებულია გარედან - შალვა პაპუაშვილი Eagle Hills-ის პროექტზე
საქართველო, თბილისი - 13:21 | 19.12.2025 ნანახია: 5818
Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ ნარატივები არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც გარედან არის ორგანიზებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი კარგად ხედავს ყველაფერს.
„ზოგადად, როდესაც ერთ ნარატივს ავრცელებს „ნაცმოძრაობა“ და „ალტინფო“, მგონი, საზოგადოებისთვის ადვილია დასკვნების გამოტანა, საიდან არის ნაკარნახევი ეს ნარატივი. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. რა თქმა უნდა, სურვილი არის ქვეყნის დაზიანება. ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს. ისტორიაში როდესაც უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელსაც არ აქვს ერთი ნაკლიც კი და მხოლოდ სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, თითოეული ადამიანისთვის, ვისთვისაც რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ამ პროექტის წინააღმდეგ როცა ვხედავთ ნარატივებს, აქ გასაგებია, რომ ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც ორგანიზებულია გარედან. შეხედეთ აქტორებს ვინ არიან, შეხედეთ, საიდან ფინანსდებიან, ვინ არიან მათი მფარველები გარეთ და მარტივად ჩანს, რომ ის, რაც ვერ მოახერხეს პოლიტიკურად, რომ საქართველოს ხელისუფლება დაემხოთ, ახლა უნდათ, ეს ეკონომიკური დივერსიით გააკეთონ.
მაგრამ მარტივი შეცდომა დაუშვეს, როდესაც იჩქარეს იმისთვის, რომ ჰქონოდათ შეიძლება მაქსიმალური დაფარვა პროპაგანდისტული. ეს დავალება მისცეს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „ალტინფოსაც“ ერთად, ერთ ნარატივზე ასაუბრებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ალტინფოს. ამით უკვე საზოგადოებისთვის ნათელი ხდება – ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწინააღმდეგება, ისტორიული გამოცდილებით დადასტურებულია, რომ ის არის სასარგებლო საქართველოსთვის და პირიქით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იწონებს ხოლმე, ის არ არის საქართველოსთვის სასარგებლო. ასე რომ, ყველას შეუძლია, დასკვნა გამოიტანოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















