„ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
საქართველო, თბილისი - 13:22 | 19.12.2025 ნანახია: 8435
ელექტრომობილების პოპულარობა საქართველოში სტაბილურად იზრდება. ეკოლოგიური უპირატესობები, საწვავისა და მომსახურების დაბალი ხარჯები მიმზიდველი ფაქტორებია, თუმცა მომხმარებლებს ხშირად აღელვებთ ის ფაქტორი, რომ ელექტრიფიცირებული მოდელების ღირებულება უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე შიგაწვისძრავიანი ავტომობილების.
სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ „ვოლვო ქარ საქართველომ“ გადაწყვიტა, ელექტრომობილების მყიდველებს ხელშეკრულებით ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება შესთავაზოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომფლობელებს წინასწარ ეცოდინებათ, რა ფასად ჩაიბარებს კომპანია ავტომობილს 1, 2 ან 3 წლის შემდეგ, თრეიდ-ინის შემთხვევაში. თანხა წინასწარ ფიქსირდება და პრაქტიკულად გათანაბრებულია შიგაწვისძრავიანი მოდელების ღირებულებასთან.

თორნიკე იკაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი: „ჩვენი შეთავაზება მომხმარებელს შეძენის დღიდანვე აწვდის ინფორმაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებასთან დაკავშირებით. ამ გზით მათ ზუსტად ეცოდინებათ, რომ შეძენილი ელექტრომობილის ღირებულება მნიშვნელოვნად არ შემცირდება და მომდევნო წლებში, „ვოლვოს“ ელექტრო ავტომობილების ჩანაცვლების შემთხვევაში, შიგაწვისძრავიან მოდელებთან გათანაბრებული იქნება.
ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებელთა ნდობას ელექტრომობილების მიმართ, ხელს უწყობს ლოიალობის ზრდას და არჩევანს უფრო უსაფრთხო ინვესტიციად აქცევს. რაც, საბოლოო ჯამში, ელექტრომობილის შეძენას მეტად კომფორტულსა და ფინანსურად პროგნოზირებადს ხდის“.
შეთავაზება „ვოლვოს“ ყველა ელექტრულ ავტომობილზე ვრცელდება და მოქმედებს მხოლოდ „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ თრეიდ-ინის განხორციელებისას - როდესაც მომხმარებელს შვედური ბრენდის ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლება სურს.

ელექტრომობილების ინდუსტრია დღეს მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა - მუდმივად მცირდება დატენის დრო, იზრდება ერთი დამუხტვით გავლილი მანძილი, იხვეწება უსაფრთხოებისა და ენერგომოხმარების სისტემები. ბაზარზე ახალი, უფრო თანამედროვე მოდელების გამოჩენა კი ბუნებრივად ამცირებს წინა თაობების საბაზრო ღირებულებას, უფრო მკვეთრად, ვიდრე შიგაწვისძრავიანი ავტომობილების შემთხვევაში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი უკვე შედარებით შენელებულია, ფასი კი იმდენად სწრაფად აღარ მცირდება.
„ვოლვო ქარ საქართველომ“ ამ ტენდენციას ინოვაციური შეთავაზებით უპასუხა, რათა ელექტრომობილების შეძენა კიდევ უფრო მარტივი, მიმზიდველი და ფინანსურად სტაბილური გახდეს. პროგრამა წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება და მიზნად ისახავს მაქსიმალური კომფორტის შექმნას ელექტრომობილების მზარდ ბაზარზე.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















