რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, ჩვენ, პოლონეთში, გვახსოვს გროზნო, გვახსოვს საქართველო - კაროლ ნავროცკი
საქართველო, თბილისი - 17:21 | 19.12.2025 ნანახია: 5977
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით და ხაზი გაუსვა, რომ ვარშავა მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და დიპლომატიურ ზეწოლას.
„ჩვენ ვაღიარებთ და ეს პრეზიდენტთან ჩვენი დისკუსიის დროს განვიხილეთ, რომ რუსული საფრთხე არ დაწყებულა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებით, რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წელს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.
„ეს, რა თქმა უნდა, გარდამტეხი მომენტია, მაგრამ ყველაფერი, ქალბატონებო და ბატონებო, კიდევ უფრო ადრე დაიწყო. ჩვენ, პოლონეთში, გვახსოვს გროზნო, გვახსოვს საქართველო...“, - განაცხადა მან ვარშავაში, უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პირველ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ნავროცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები არღვევს საერთაშორისო წესრიგს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს უწყობს პოლიტიკური სისტემების დესტაბილიზაციას.
„ჩვენ ამას ვაცნობიერებთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, სამხედრო ოპერაციებში - ამას პოლონეთის პრეზიდენტის რანგში ვამბობ - ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით სათანადოდ ჩატარებულ ჰიბრიდულ ოპერაციებს. საჰაერო სივრცის დარღვევები, დრონებით თავდასხმები, ინფრასტრუქტურის მოშლა, რუსეთის ფედერაციის აგენტების მიერ პოლონეთის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები“, - განაცხადა ნავროცკიმ.
ამიტომ, როგორც მან აღნიშნა, გასაკვირი არ არის, რომ პოლონეთი რეგულარულად უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ყველა დიპლომატიურ პლატფორმაზე და ასევე მხარს უჭერს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დარტყმას.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ რუსული აქტივების გადაცემის მცდელობებს... ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს დიპლომატიურ ზეწოლას. მე პირადად ამას პოლონეთის პრეზიდენტის რანგში ვაკეთებ, მაგრამ ასე იქცევა პოლონეთის მთავრობაც“, - განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















