ევრობიუროკრატია გზავნილებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა, კვებავს მილევად რადიკალურ ფრთას, გული მტკივა ახალგაზრდებზე, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, ჩვენ არ გვყავს ისინი ციხეში გამოკეტილი, ამ ადამიანებს ჰყავთ - მიხეილ ყაველაშვილი
საქართველო, თბილისი - 19:21 | 19.12.2025 ნანახია: 5730
ამ გზავნილებით, რომელსაც ევრობიუროკრატია აცხადებს საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს დემოკრატიული უკუსვლაა, ირღვევა ვიღაცის უფლებები, პოლიტიკურ პარტიებს ებრძვიან და ზღაპრებს ჰყვებიან, კვებავს ჯერ კიდევ მილევად რადიკალურ ფრთას, მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი და აღარაფერი. საცოდავ დღეში არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება პირნათელია როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყანასთან მიმართებით, იცავს სამართლიანობის პრინციპებს და ეროვნულ ინტერესებს.
„ერთადერთი აღვნიშნავ, რომ გული მტკივა ახალგაზრდებზე, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს. ჩვენ არ გვყავს ისინი ციხეში გამოკეტილი, ამ ადამიანებს ჰყავთ გამოკეტილი, რომ ერთმა არ გაბედოს და არ გაიაზროს, რა შეცდომაში იყო შესული იმდენად ჰყავთ იზოლირებული. მკაფიოა ჩვენი ხაზი, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, პირნათელია როგორც უკრაინასთან, ისე ყველა ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენ ვიცავთ სამართლიანობის პრინციპებს, ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის წინაშე ვართ პირველ რიგში პასუხისმგებელი. დღეს ეს უჭირთ ამ ქვეყნებს, საკუთარ ხალხს თვალებში ვერ უყურებენ. დარწმუნებული ვარ, მოსთხოვენ საკუთარ ხელისუფლებებს, რომ იყვნენ სამართლიანი და პირველ რიგში, ემსახურონ საკუთარ ქვეყნებს. გამოიკვეთა კიდეც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ტრადიციულად, უნგრეთი, სლოვაკეთი, დღეს ჩეხეთმაც ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა, სერბეთი. ეს სია გაიზრდება, დარწმუნებული ვარ. არ შეიძლება, ვინმეს თავი დაუხარო, მით უმეტეს, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გამოცდილებაც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა. ამას კარგად გრძნობენ ის ქვეყნები, ზოგს უჭირს, ზოგს უძნელდება ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არის ყველაზე სწორი გზა და ეს არის ბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის“, – განაცხადა
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















