უკრაინამ რუსეთში, ლიპეცკთან მდებარე სამხედრო აეროდრომს დაარტყა, დაზიანდა სუ-30 და სუ-27 ტიპის გამანადგურებლები [ვიდეო]

საქართველო, თბილისი - 12:06 | 22.12.2025
ნანახია: 21

უკრაინამ რუსეთში, ლიპეცკთან მდებარე სამხედრო აეროდრომს დაარტყა, დაზიანდა სუ-30 და სუ-27 ტიპის გამანადგურებლები.

20-21 დეკემბრის ღამეს, ქალაქ ლიპეცკთან მდებარე რუსეთის სამხედრო აეროდრომზე ხანძრის შედეგად დაზიანდა ორი ძვირადღირებული მტრის გამანადგურებელი, სუ-30 და სუ-27.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაციის შედეგად რომელიც უშუალოდ, რუსეთის ფედერაციაში წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა, რუსეთის ორივე სამხედრო თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა.

ორი დაზიანებული გამანადგურებლის სავარაუდო ჯამური ღირებულებამ, რომლებიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენა, შესაძლოა, 100 მილიონ დოლარს აღწევდეს.

აღნიშნულია, რომ ლიპეცკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სპეცოპერაციის დაგეგმვას ორი კვირა დასჭირდა.

 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე