უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
საქართველო, თბილისი - 14:05 | 25.12.2025 ნანახია: 7160
ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გადაწყვეტის მიღწევა მომდევნო 90 დღეში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ უიტაკერმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.
"ამას თუ მივაღწევთ, მაშინ ეს მომდევნო 90 დღის განმავლობაში მოხდება. ვფიქრობ, საკამათო საკითხების უმეტესობა მოვაგვარეთ. პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ მკვლელობები უნდა შეწყდეს. ეს უაზრობაა. ეს ოთხი წელია, გრძელდება. ვერავინ იძენს სტრატეგიულ უპირატესობას. სიკვდილი და ნგრევა უბრალოდ უნდა დასრულდეს,“ - თქვა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზამთარი შესაძლოა უკრაინელებისთვის ძალიან მკაცრი იყოს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსების მიერ მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების გამო.
„ნათელია, რომ ეს ზამთარი, შესაძლოა, ძალიან მკაცრი იყოს უკრაინელებისთვის, იმ თავდასხმების გამო, რომლებსაც რუსები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებენ მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მაგრამ ამავდროულად, უკრაინელები უმოქმედოდ არ სხედან. ვგულისხმობ, რომ ისინი ლობირებენ საკუთარი თავდასხმებისთვის რუსების წინააღმდეგ, რომლებიც აზიანებენ მათ ინფრასტრუქტურას და ნავთობისა და გაზის ინდუსტრიებს,“ - განაცხადა უიტაკერმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















