ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
საქართველო, თბილისი - 14:06 | 25.12.2025 ნანახია: 8977
„თეგეტას“ 30-წლიანი გზა და ადამიანები, რომლებიც კომპანიის წარმატების ისტორიას ქმნიან - „თეგეტა ჰოლდინგმა“ „თანამშრომლების დაჯილდოება 2025“ განსაკუთრებულ გარემოში აღნიშნა. 10-, 15-, 20- და 30-წლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს საგანგებოდ შერჩეული ჯილდოები საზეიმოდ გამართულ ღონისძიებაზე გადასცეს.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტასათვის“ გუნდი მთავარი ღირებულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლის ზრუნვასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ბიზნესი მეტად წარმატებული, განვითარებაზე ორიენტირებული და პროგრესულია. როდესაც ვაფასებთ „თეგეტას“ გზას ერთი პატარა მაღაზიიდან ავტოინდუსტრიის ლიდერობამდე, სწორედ თეგეტელების დამსახურებაა, საამაყოა, რომ „თეგეტაში“გუნდის ასეულობით წევრი გვყავს 10-15-20 და 30 წლის გამოცდილებით, რომელთა ერთგულებითა და პროფესიონალიზმით შეიქმნა ბრენდი, რომელსაც დღეს მთელ რეგიონში იცნობენ და ენდობიან. განსაკუთრებული მადლობა მათ ასეთი თავდაუზოგავი შრომისათვის“.

დღეს „თეგეტა ჰოლდინგში“ 3000-მდე თანამშრომელი მუშაობს. მათ შორის 100-ზე მეტს 10-წლიანი გამოცდილება აქვს, 80-მდე თანამშრომელი 15 წელს ითვლის, 13 თეგეტელი უკვე 20 წელია გუნდის წევრია, ხოლო 3 ადამიანი კომპანიას დაარსების დღიდან მოჰყვება. ასეთ ერთგულებას „თეგეტაში“ კონკრეტული მიზეზით ხსნიან - კომპანიამ შეძლო და შექმნა ისეთი გარემო, სადაც პირადი და ორგანიზაციული მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, სადაც ერთად გატარებული წლები საერთო მომავალში ითარგმნება.

რუსუდან სანიკიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სერვისების მთავარი ოფიცერი: „თეგეტაში“ თანამშრომელთა მრავალწლიანი ერთგულება მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებელი არ არის — ეს არის სოციალური კაპიტალის დაგროვების ფორმა. როდესაც ადამიანი კომპანიაში ათწლეულებს ატარებს, ეს მეტყველებს არა მხოლოდ მის პროფესიულ განვითარებაზე, არამედ იმაზე, რომ ორგანიზაცია იქცევა საკუთარი თანამშრომლებისთვის სტაბილურობის, ღირსებისა და თვითრეალიზაციის სივრცედ.
დაჯილდოების ეს ღონისძიება არ არის უბრალოდ სამსახურში გატარებული წლების აღნიშვნა — ეს არის გზის, ურთიერთობისა და თანაზიარების აღიარება. იმ გზის, რომელსაც ორგანიზაცია და ადამიანი ერთად გადიან, ერთმანეთისგან სწავლობენ და ერთმანეთს აყალიბებენ“.

დაჯილდოების ცერემონიისათვის ახალი ვიზუალური იდენტობა შეიქმნა და თითოეული დეტალი საგანგებოდ გაიწერა. „ვილა მოსავლის“ განახლებულ სივრცეში 195 თანამშრომლის პატივსაცემად სახელობითი დროშები გამოიფინა. განსაკუთრებული იყო ღონისძიების მუსიკალური ნაწილიც.

თეგეტელებთან ერთად ჰყვებოდა კომპანიის ისტორიას ის ჯილდოც, რომელიც ცერემონიისთვის ექსკლუზიურად შეიქმნა. კონცეფცია და დიზაინი NS Product-თან თანამშრომლობით შემუშავდა. საბოლოო ფორმა კი ვენეციაში DE Castelli-ს მეტალის ცნობილ საამქროში მიიღო, სადაც იტალიელმა ოსტატებმა დიზაინი ფურცლიდან რეალობად აქციეს.
თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „ჩვენი თანაგუნდელების შრომა და ერთგულება ის მტკიცე საძირკველია, რასაც „თეგეტა“ ემყარება. გვინდოდა, მადლობის ნიშნად ისეთი ჯილდო შეგვექმნა, რომელიც მათთან ერთად კომპანიის განვლილ გზას მოჰყვებოდა. ნამუშევარში ის მახასიათებლები გავაერთიანეთ, რომლებიც სწორედ ჩვენმა თანამშრომლებმა შექმნეს - განვითარებაზე ორიენტირებული ხასიათი, დინამიკურობა და არქიტექტურული ფორმები, რაც ჰოლდინგის ინფრასტრუქტურას გამოარჩევს. მიგვაჩნია, რომ ყურადღება და ზრუნვა არა მხოლოდ ერთჯერადად გამოხატული მადლიერების ნიშანია, არამედ ერთად გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი“.

წარმატების ისტორიები და ნაბიჯები კომპანიამ ერთ წიგნად შეკრა, რომელიც თანამშრომელთა გამოცდილებას, გამოწვევებსა და ემოციებს აღწერს. ეს ერთგვარი კატალოგია, რომელიც „თეგეტას“ მიერ განვლილ სამ ათეულ წელს საკუთარი გუნდის წევრების პერსპექტივიდან ჰყვება.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „ყველა მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლის უკანაც „თეგეტას“ თანამშრომლები დგანან, სტრატეგიულ კომუნიკაციებში იყრის თავს. გვინდოდა, ამ ამბებისთვის, რომლებიც ექსკლუზიური, გამორჩეული და ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, ერთად მოგვეყარა თავი. ვფიქრობთ, ეს პერსონალური ისტორიები კომპანიის ორგანიზაციულ კულტურას ყველაზე ნათლად წარმოაჩენს. გვსურს, ჩვენს თითოეულ თანამშრომელს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენის საშუალება ჰქონდეს. ამ მიზანს სისტემაში აქცევს ჩვენი CSR სტრატეგია, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ კომპანიის გუნდის წევრების კეთილდღეობასა და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას ეთმობა. თანმიმდევრულად მივყვებით არჩეულ გზას და ამ გზაზე მთავარი სტიმული და ენერგია სწორედ „თეგეტას“ გუნდია“.
„თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს. ჰოლდინგი ამაყობს საკუთარი ისტორიით, რომ პატარა მაღაზიიდან რამდენიმე წელიწადში კომპანია რეგიონის ლიდერ ბრენდად ჩამოყალიბდა და, თავის გუნდთან ერთად, დღემდე ხარისხის უმაღლეს სტანდარტს ქმნის.
--
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















