ადამიანი თუ ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება - მარიამ ლაშხი ფარცხალაძეზე

საქართველო, თბილისი - 13:51 | 30.12.2025
ნანახია: 28

ადამიანი თუ ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტატუსი ინდულგენცია არ არის, რომ ვინმეს დანაშაულზე პასუხისგება აარიდოს.

"ვნახეთ, რამხელა დანაშაული და ბრალდება აქვს წარდგენილი ფარცხალაძეს. ვისაც მსგავსი დანაშაული აქვს ჩადენილი, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, ინდულგენცია არ არის, რომ პასუხი არ აგოს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მკაცრი იქნება. დღეს, სასამართლო საკითხზე იმსჯელებს. იმედია, ქვეყანაში მსგავსი დანაშაული აღკვეთილი იქნება. თუ ადამიანი ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა ლაშხმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე