„ქართული ოცნების“ წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არასტაბილურობა გაგრძელდება, თუ არ გამოხატავენ მზადყოფნას სამართლიანი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისთვის - ოლესია ვართანიანი
საქართველო, თბილისი - 09:13 | 12.02.2026 ნანახია: 659
„ქართული ოცნების“ წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არასტაბილურობა გაგრძელდება, თუ არ გამოხატავენ მზადყოფნას სამართლიანი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისთვის, რომელშიც ისინი შეიძლება მართლაც დამარცხდნენ, - ამის შესახებ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ოლესია ვართანიანმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"არცერთი პროცესი არ იქნება წარმატებული, თუ ყველა პოლიტიკური ჯგუფს არ ექნება ხელისუფლებაში ყოფნის ხელმისაწვდომობის რეალური პერსპექტივა. პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სხვებს შეუძლიათ უამრავი საათები გაატარონ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე, ბარიერის დაწევაზე, პროცედურების რეფორმირებასა თუ ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მსჯელობაში, მაგრამ ამას აზრი არ აქვს, თუ მმართველი ძალა არ გამოავლენს ძალაუფლების გაზიარების ნებას, ან თუნდაც მზადყოფნას, გადადგეს არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში.
აზრი არ აქვს პოლიტიკურ პროცესში შესვლას, თუ არ არსებობს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის სარწმუნო გზა.
„ქართული ოცნების“ წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არასტაბილურობა გაგრძელდება, თუ არ გამოხატავენ მზადყოფნას სამართლიანი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისთვის, რომელშიც ისინი შეიძლება მართლაც დამარცხდნენ.
აქ მივდივართ საქართველოს უახლოესი წარსულიდან მიღებულ კიდევ ერთ გაკვეთილამდე: არც ერთი პროცესი არ იქნება წარმატებული ძლიერი გარე გარანტორის გარეშე. რამდენიმე წლის წინ ამ როლს ევროკავშირი ასრულებდა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას იყენებდა, როგორც პირობითობის ნაწილს. დღეს კი გვყავს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ამ გზას არ გაჰყვება.
შეერთებული შტატები კარგად არის პოზიციონირებული იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სანქციები ერთ-ერთი პოტენციური ბერკეტია პროცესის წინ წასაწევად. ეს სანქციები უკვე მოქმედებს და ისინი აშკარად აისახება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე. ისინი სტრატეგიულად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოში რეალური პოლიტიკური პროცესის სტიმულირებისთვის. სანქციების შესახებ ნებისმიერი საბაზისო სახელმძღვანელო გეტყვით, რომ ისინი ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც მათ დიპლომატია ავსებს. დიპლომატიური გაგრძელების გარეშე სანქციებმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს, სამიზნეები კუთხეში მოაქციოს, რაც მათ აიძულებს, დარტყმა მიაყენონ ყველაზე დაუცველებს: ოპოზიციონერ აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და სხვებს.
გარე გარანტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ქართულ რეალობაში, სადაც პოლიტიკურ აქტორებს უჭირთ იმის წარმოდგენაც კი, რომ ერთმანეთს ხელი ჩამოართვან. აქვე მივდივართ მესამე საკვანძო ელემენტამდე: არცერთი პროცესი არ იქნება წარმატებული, თუ ნდობის საკითხი არ მოგვარდება.
ბოლო ორი წელი უკიდურესად რთული იყო ქართველებისთვის. მიიღეს ძალიან წინააღმდეგობრივი კანონები. ათეულობით ადამიანი ციხეში მოხვდა და ბევრი მათგანი კვლავ იქ რჩება. ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო და კარიერა ქართულ საჯარო სამსახურში. ბევრმა დატოვა ქვეყანა და მე სულ უფრო მეტს ვიგებ ნიჭიერ ადამიანებზე, რომლებიც მიდიან სამშობლოდან, რადგან იქ მომავალს ვერ ხედავენ ან ციხეში აღმოჩენის რეალური რისკის წინაშე დგანან.
საქართველო პატარა ერია, სადაც თითქმის ყველა ან ნათესავია, ან კლასელი, ან მეგობრის მეგობარი. როდესაც ხდება ისეთი რეპრესიები, რომელთა მოწმენიც ვართ, ეს გავლენას ახდენს მთელ საზოგადოებაზე, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა. ნდობის პრობლემა უნდა მოგვარდეს საჯარო გამოძიებების, ამნისტიების და სხვა ფრთხილად შემუშავებული გარდამავალი მექანიზმების მეშვეობით. ნდობის აღდგენის მიზანმიმართული ძალისხმევის გარეშე, არცერთი პოლიტიკური პროცესი არ იქნება მდგრადი.
ამ ყველაფრის მოსმენისას ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ეს ზედმეტად რთულია აშშ-სთვის. მე ვიტყოდი, რომ ამჟამინდელ ადმინისტრაციას მცირე არჩევანი აქვს. დიახ, მას ბევრი საქმე აქვს: ომი უკრაინაში, კრიზისი ახლო აღმოსავლეთში, მოახლოებული შუალედური არჩევნები, ჩვენ ეს გვესმის. მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი წვლილის გარეშე, აშშ-საქართველოს ურთიერთობების არანაირი „გადატვირთვა“ არ იქნება მდგრადი. თუ კრიზისის საფუძვლებს არ მივხედავთ, საქართველო გააგრძელებს ერთი პოლიტიკური კრიზისიდან მეორეში გადასვლას, გახდება უფრო სუსტი და უფრო მოწყვლადი გარე ზეწოლისა და დამოკიდებულების მიმართ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი საქართველო ვინმეს ინტერესებში შედის, იქნება ეს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში თუ აქ, ვაშინგტონში ["პუბლიკა"]“, - განაცხადა ოლესია ვართანიანმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















