პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს
საქართველო, თბილისი - 13:32 | 16.03.2016 ნანახია: 2878
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს პრეზიდენტის ახალ ეკონომიკურ მრჩევლად მაია მელიქიძე წარადგინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია მელიქიძეს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის გუნდის ახალი წევრის საქმიანობა წარმატებული იქნება.
„სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ დავასრულეთ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატის შერჩევის ხანგრძლივი, ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელსაცპრეზიდენტის გადაწყვეტილებით კვალიფიციური ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ახორციელებდა. ამ ჯგუფმა მაია მელიქიძე საუკეთესო სამკანდიდატში დაასახელა.
მაშინ პრეზიდენტმა არჩევანი გააკეთა კობა გვენეტაძეზე, რომელიც პარლამენტში წარვადგინეთ.
მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მევალება პრეზიდენტის ყველა მრჩეველთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, ამიტომმიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავდეს, ისევე როგორც მე ვახორციელებდი ამ საქმესადმინისტრაციის უფროსობამდე", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა მაია მელიქიძის წარდგენისას.
როგორც მაია მელიქიძემ ბრიფინგზე განაცხადა, იგი შეინარჩუნებს იმ კურსს, რომელიც აღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტს და პრეზიდენტისგუნდს.
„საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის გუნდის ყველა წევრი ყოველთვის იყო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პრესასთან ძალიან ღია და გამჭვირვალე ურთიერთობის მომხრე, ამიტომ მეც ამ კურსს გავაგრძელებ.
გამოვთქვამ იმედს, რომ ჩემი კვალიფიკაცია, გამოცდილება, ცოდნა და განათლება გამოადგება ქვეყნის განვითარებას.
ყოველთვის მზად ვარ, ნებისმიერი რისკის შემცველ თემებზე, თქვენთან და დარგის სპეციალისტებთან კომუნიკაციისთვის", - განაცხადა მაიამელიქიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე 2013 წლიდან დღემდე მუშაობდა "ლიბერთი ბანკში", საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად.
2008 – 2009 წლებში მუშაობდა „საქართველოს ბანკში" უფროს საგადასახადო პარტნიორად, 2004 - 2008 წლებში ERNST & YOUNG – „დაზღვევისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებაში" უფროს აუდიტორად, 2003-2004 წლებში „ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოში" - MCG პროექტის მენეჯერად/კოორდინატორად, 2001-2002 წლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტში.
ეწევა სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას. 2012 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლექტორი.
განათლება მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში, ევროპული მართვის სკოლაში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















