საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ცდილობს სამარცხვინოდ დაბლოკოს სპორტსმენები და დაღუპულთა ხსოვნა, მაგრამ მას არ შეუძლია აკრძალოს რეალობა - ანდრიი სიბიჰა
საქართველო, თბილისი - 12:35 | 12.02.2026 ნანახია: 1551
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ დაგმო რუსეთის მიერ კიევზე, დნიპროსა და ოდესის ოლქებზე ღამით განხორციელებული მასობრივი თავდასხმა და პარტნიორებს მოუწოდა მოსკოვზე დიპლომატიისა და დეესკალაციის იძულების მიზნით ზეწოლა გაზარდონ.
„ასობით დრონი და ბალისტიკური რაკეტა ელექტროქსელს უტევდა, რამაც ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის მიწოდების გათიშვა გამოიწვია. დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ჩვილი და 4 წლის ბავშვი. არავის შეუძლია თვალი დახუჭოს რუსულ ტერორიზმზე. ეს ახლა ევროპის ცენტრში ხდება. ოლიმპიური ზავისა და აშშ-ის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად“, - დაწერა სიბიჰამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პოზიცია.
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ცდილობს სამარცხვინოდ დაბლოკოს სპორტსმენები და დაღუპულთა ხსოვნა, მაგრამ მას არ შეუძლია აკრძალოს რეალობა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური აგრესიული ომის რეალობა.
ყოველი ასეთი დარტყმა დარტყმაა ომის დასრულებისკენ მიმართული სამშვიდობო ძალისხმევისთვის. რუსეთი იძულებული უნდა გახდეს, დიპლომატიას და დეესკალაციას სერიოზულად მოეკიდოს. ამის მიღწევა მხოლოდ ერთიანობით, ძალითა და მოსკოვზე ზეწოლის გაზრდით არის შესაძლებელი“, - აღნიშნა სიბიჰამ.
ცნობისათვის, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე 2 სპორტსმენს უკრაინის მხარდამჭერი ჩაფხუტებით ასპარეზობის უფლება არ მისცა.
მოთხილამურე ეკატერინე კოცარამ უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ მას სურდა გამოეყენებინა ჩაფხუტი წარწერით - "იყავით მამაცები, როგორც უკრაინელები" - თუმცა ამის უფლება არ მისცეს. ასევე ასპარეზობის უფლება ამი მისცეს ჩაფხუტით უკრაინელ სკელეტონ მრბოლელს ვლადისლავ გერასკევიჩს, რომელსაც ჰქონდა ჩაფხუტო ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების ფოტოებით.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















