მივიღეთ BBC-ის პასუხი, ისინი არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას, პროცედურებს მივყვებით, მწარე მარცხს ნახავთ - შალვა პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:44 | 13.02.2026 ნანახია: 1152
BBC-სგან დიდი იმედი არ გვქონდა, რომ საკუთარ თავს რაიმეს დააბრალებდნენ, როცა ასეთ ფალსიფიკაციას მხარს უჭერ და აქვეყნებ, მაგრამ პროცესს მივყვებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ მათი პასუხი მივიღეთ. რა თქმა უნდა, მათ წინასწარვე ჰქონდათ თავიანთი პოზიცია გამჟღავნებული, რომ ისინი საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობის გადახედვას არ აპირებენ. მათ პასუხშიც იგივე პოზიციაა. თავიდანვე ვთქვით და პროცედურებს მივყვებით. იურისტები უკვე მუშაობენ საპასუხო მიმართვაზე, რომელიც, დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ BBC-ში უნდა გავასაჩივროთ, შიდა რეგულაციის მეორე დონეზე. BBC-სგან დიდი იმედი არ გვქონდა, როცა ასეთ ფალსიფიკაციას მხარს უჭერ და აქვეყნებ, რომ შემდეგ საკუთარ თავს რაიმეს დააბრალებდნენ, მაგრამ პროცესს მივყვებით. გამოცდილება გვეუბნება, სადაც რომელიმე უცხო სახელმწიფო, ორგანიზაცია შეეჭიდა საქართველოს, ყველგან დამარცხდა, აქაც მწარე მარცხს ნახავთ. BBC-იმ ეს შანსი არ გამოიყენა და მათ წინასწარი განწყობა გაამხილეს. ვიდრე საჩივარს გაეცნობოდნენ, არგუმენტებზე დაფიქრდებოდნენ, ანალიტიკურ ანალიზს ჩაატარებდნენ, მათი პირველივე რეაქცია იყო, რომ მხარს თავიანთ ჟურნალისტს უჭერდნენ. ყველაფერთან ერთად გაამხილეს, რომ შიდა გასაჩივრების სისტემა ფარსია, რაც ბრიტანეთში არსებობს, რადგან მას არანაირი შედეგი არ აქვს. წინასწარ განწყობით თქვეს, რომ რაიმე კრიტიკულ ანალიზს არ აპირებენ. ამ პასუხით დაადასტურეს, რომ მიზანია, ქვეყანა დაეზიანებინათ, არ უნდათ, ამას გადაუხვიონ. პროცედურას მივყვებით. დონალდ ტრამპს აკადრეს ისეთი ტყუილი, რომ მილიარდიანი სარჩელი ემუქრებათ. საქართველოსთან უკადრებელს კი არა, უარესს იკადრებდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















