წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას ვიწყებთ - საია-ს თავმჯდომარე
საქართველო, თბილისი - 13:38 | 16.02.2026 ნანახია: 870
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებების გამოყენების შედეგად დაზიანდნენ. ამის შესახებ საიას ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 2025 წლის დეკემბრამდე, მიუხედავად მოწოდებებისა, სახელმწიფო არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა.
"როგორც ცნობილია, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-მ დემონსტრაციების დასაშლელად გამოიყენა სვადასხვა სპეციალური საშუალება, მათ შორის წყლის ჭავლი. გამოყენებული საშუალებების კანონიერებისა და პროპორციულობის შეფასებას მივყავართ დასკვნამდე, რომ ეს უტოლდება მათ შორის სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებებს. ამასთან დაკავშირებით გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ შემდეგი. ქიმიური გამაღიზიანებლების წლის ჭავლში შერევის პრაქტიკა საქართველოში მკაფიოდ არ არის რეგულირებული. პოლიციის შესახებ კანონი და შსს-ს ინსტრუქიები არ შეიცავს ნორმებს, როლებიც დაასაბუთებდა ასეთ გამოყენებას, მაშინ, როდესაც 2015 წლის N 1002 ბრძანების ძველი რედაქციიდან ამოღებულია წყალის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროული გამოყენების პირდაპირი აკრძალვა დამატებითი კანონიერების სტანდარტების გარეშე.
ამ პირობებში, ქიმიური გამაღიზიანებლებით თუ სხვა ტიპის ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული წყლის ჭავლი ვერ ჩაითვლება კანონით განსაზღვრულ შეკრების მართვის საშუალებად და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე კონვენციურ სტანდარტს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული.
საია არაერთხელ მიუთითებდა ჯანმრთელობის მძიმე და ხანგრძლივ შედეგებზე, რაზეც დემონსტრანტები საუბრობენ. ესენია კანის დამვწრობა, მხედველობის გაუარესება, სუნთქვის უკმარისობა, ნევროლოგიური და ალერგიული დარღვევები, სმენის პრობლემები, სახსრების ტკივილი და სხვა.
მიუხედავად მრავალჯერადი მოწოდებებისა, ხელისუფლებამ 2025 წლის დეკემბრამდე არ გაასაჯაროა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენებოდა 2024 წლის აქციებზე, ხოლო შსს-მ საიას მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას მანამდე პასუხი საერთოდ არ გასცა.
2025 წლის 10 დეკემბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა წერილით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და მიუთითა, რომ წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა სრიოზულ კითხვებს აჩენს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ და ეს საკითხი უნდა გახდეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალის გამოყენების გამოძიების ნაწილი.
საიას შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძების კონვენციურ სტანდარტს, რადგან ერთი და იგივე ორგანო პარალელურად იძიებს როგორც შესაძლო უფლებადარღვევას, სპეციალური საშუალებების უკანონო, არაპროპორციულ გამოყენებას, ისე თავადვე აყენებს ამ უფლებადარღვევის არსებობას ეჭვის ქვეშ. ასეთ კონფიგურაციაში გამოძიება ძირს უთხრის როგორც ინსტიტუციურ, იერარქიულ, ისე პრაქტიკულ დამოუკიდებლობას.
ამ ეტაპზე საია იცავს 7 დაზარალებულს, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას უკავშირებენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე მათ წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლს და სხვა სპეციალურ საშუალებებს.
ჩვენ კომუნიკაციით გენპროკურატურას მივმართავს და ვითხოვთ: გამოძიების შესახებ სრულ იფნორმაციას, დაზარალებული პირების გამოკითხვების ჩატარებას, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის პრაქტიკის შეფასებას შესაძლო სისხლის სამართლებრივ დანაშაულებთან მიმართებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირებას და ასევე იმ 7 პირის დაზარალებულად ცნობას, რომელთა ინტერესებსაც ჩვენ წარმოვადგენთ.
საია განაგრძობს ამ საკითხზე სამართლებრივ ადვოკატირებას როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო უფლებადაცვით პლატფორმებზე, - განაცხადა თამარ ონიანმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















