უკრაინა არ დათანხმდება ტერიტორიულ დათმობებს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, პუტინს ომის დასრულება არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
საქართველო, თბილისი - 13:49 | 23.02.2026 ნანახია: 1153
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება ტერიტორიულ დათმობებს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, რადგან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დასრულების განზრახვა არ აქვს. ამის შესახებ ზელენსკიმ ВВС-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსული მხარე ნებისმიერ შემთხვევაში იტყუება, რადგან კრემლს მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს.
„მე ამას როგორც უბრალოდ მიწას არ ვუყურებ. მე ამას მიტოვებად აღვიქვამ – ჩვენი პოზიციების შესუსტებად, იქ მცხოვრები ასობით ათასი ადამიანის მიტოვებად. ასე ვხედავ მე ამას. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს „გასვლა“ ჩვენს საზოგადოებას გახლეჩს. ასე ვხედავ მე ამას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკან დახევა ჩვენს საზოგადოებას გახლეჩს. მას [პუტინს] არ სურს [ომის დასრულება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან მოლაპარაკებებზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკელებმა „რუსები უნდა შეაჩერონ და არა შეეცადონ მათ ასიამოვნონ“.
ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინას არ უთქვამს უარი 1991 წლის საზღვრებში დაბრუნების მიზანზე, თუმცა აღიარა, რომ არმიას ამჟამად არ ყოფნის შეიარაღება და პერსონალი, რათა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ტერიტორია სამხედრო საშუალებებით.
„ამის დღეს გაკეთება უზარმაზარი რაოდენობის, მილიონობით ადამიანის დაკარგვას ნიშნავს, რადგან რუსული არმია დიდია და ჩვენ გვესმის ასეთი ნაბიჯების ფასი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















