„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
საქართველო, თბილისი - 16:20 | 27.02.2026 ნანახია: 2877
„მაზდა ცენტრი თეგეტამ“, რომელიც იაპონური ბრენდის, Mazda-ს, ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში, გლობალური პარტნიორისგან საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მიიღო. კომპანიამ აღიარება მოიპოვა 2025 წლის განმავლობაში ბრენდის გაყიდვების მკვეთრი ზრდისა და ბაზრის გაფართოებაში განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე გამორჩეული მარკეტინგული კამპანიებისთვის.
კომპანიამ გასულ წელს რეკორდული რაოდენობის, 764, ავტომობილი გაყიდა, რაც 2024 წელს დაფიქსირებულ შედეგთან, 534 ერთეულთან, შედარებით 43%-ზე მეტით გაზრდილი მაჩვენებელია.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „საქართველოში Mazda-ს ბრენდის რეკორდული გაყიდვების კიდევ ერთხელ დაფიქსირება ჩვენი გუნდის დიდი შრომის, ერთგულებისა და სწორად დასახული სტრატეგიის შედეგია. წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა ისიც, რომ გასულ წელს ბაზარზე ახალი მოდელიც - CX60 Plug-in Hybrid - შემოვიყვანეთ, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა Mazda-ს ფლაგმანი მოდელის, CX5-ის, გაყიდვები. ეს წარმატება არა მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლებზე აისახა, არამედ ბრენდის პოზიციონირებაზეც. გლობალურ რუკაზე დღეს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ვართ. გვაქვს ამბიცია, რომ აღნიშნული დინამიკა შევინარჩუნოთ, ახალ სეგმენტებში შევიდეთ და ბაზარზე ჩვენი წილი კიდევ უფრო გავზარდოთ“.
Mazda ბრენდის საუკეთესო დისტრიბუტორებს უკვე 30 წელზე მეტია, ყოველწლიურად აჯილდოებს. ჯილდო ენიჭება იაპონური ბრენდის იმ წარმომადგენლობებს, რომლებიც წლიურ ჭრილში (YOY) გაყიდვების მკვეთრ ზრდას აჩვენებენ და რეალიზაციის კუთხით გამორჩეულ შედეგებს აღწევენ. შერჩევის პროცესში ასევე ფასდება მარკეტინგული აქტივობები და ინიციატივები, რომლებიც ბაზარზე ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებას უწყობს ხელს.
საბა მჭედლიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ეს ჯილდო ჩვენთვის Mazda-ს მხრიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა. გარდა გაყიდვების ზრდისა, ამ წარმატებაში დიდი წვლილი მარკეტინგული მიმართულებით განხორციელებულმა კამპანიებმაც შეიტანა. განსაკუთრებით გამოვყოფდი კამპანიას ტოჩინოშინის მონაწილეობით , რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ გლობალურად, Mazda-ს მხრიდანაც. ჩვენმა პარტნიორმა ის ერთ-ერთ საუკეთესო მარკეტინგულ აქტივობად დაასახელა. ვფიქრობთ, ეს აღიარება სწორმა სტრატეგიამ და შედეგებზე ორიენტირებულმა მიდგომამ განაპირობა. მიმდინარე წლისთვისაც ვგეგმავთ საინტერესო კამპანიებს, რომლებიც საქართველოში ბრენდის პოზიციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს“.
„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ აღნიშნული ჯილდო უკვე მეოთხედ მოიპოვა. Mazda-მ ის საუკეთესო დისტრიბუტორებს შორის პირველად 2020 წელს დაასახელა. საუკეთესო დისტრიბუტორებს შორის „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ხშირად დასახელება კომპანიის სტაბილური ზრდისა და ძლიერი ოპერაციული შედეგების დასტურია. მისი წარმომადგენლების განცხადებით, პარტნიორისგან საერთაშორისო აღიარება გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა, რათა განვითარება და სწრაფი ზრდა მომავალშიც ასეთივე შემართებით განაგრძონ.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და სერვისსაც სთავაზობს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















