ეუთო-ს 24 ქვეყანა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად გაატაროს “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები
საქართველო, თბილისი - 23:42 | 12.03.2026 ნანახია: 672
მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს დემოკრატიული უკანდახევის კურსი და სრულად განახორციელოს ეუთო-ს 2026 წლის მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
“ანგარიში 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში მოვლენების დეტალურ და სანდო შეფასებას იძლევა და ნათელ რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს მთავრობას, [ეუთოს] წევრ სახელმწიფოებსა და უფრო ფართო საერთაშორისო საზოგადოებას.
ამავდროულად, მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ხელი შეუყო ქვეყანაში მომხსენებელის ვიზიტს და სამთავრობო ინსტიტუტებთან მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება მოახდინა.
საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გააგრძელონ ჩართულობა და მომხსენებელის დასკვნები განიხილონ, როგორც ბაზისი კონსტრუქტიული დიალოგისა და რეფორმისთვის.
ასევე, ძალიან ვაფასებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, ჟურნალისტებს, უფლებადამცველებსა და სხვა თანამოსაუბრეებს, რომლებიც ჩართული იყვნენ მომხსენებელთან. მათი მზაობა, წარმოედგინათ ჩვენებები და დოკუმენტაცია, აუცილებელი იყო ამ ანგარიშის სისრულისთვისა და სიღრმისთვის. მათი წვლილი ხაზს უსვამს ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს და გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომელშიც მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ შეუძლიათ ოპერირება.
მომხსენებელის მთავარი დასკვნა ერთმნიშვნელოვანია. როგორც ანგარიში ამბობს: “მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა”...
საქართველოს მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ დემოკრატიულ უკუსვლას და სრულად გაატარონ “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები.
დღეს, გვსურს, რომ ხაზი გავუსვათ კონკრეტულად შემდეგ ნაბიჯებს:
1.საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად მოქმედებენ, ჩაატაროს სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიებები წამებისა და არასატანადოდ მოპყრობის ყველა ბრალდებაზე, და პასუხიში მისცენ პასუხისმგებელი პირები.
2. საქართველომ უნდა გაიწვიოს ან ფუნდამენტურად გადახედოს კანონებს, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებსა და დაპირებებს, მათ შორის კანონები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე", "უცხოური აგენტების რეგისტრაციაზე", და დაკავშირებული შესწორებები გრანტებზე, მაუწყებლობაზე და პოლიტიკურ მონაწილეობაზე.
როგორც მომხსენებლი აღნიშნავს, შეუძლებელია ამ კანონების შესაბამისობაში მოყვანა მხოლოდ მცირე შესწორებებით. ამისთვის, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, აღადგინოს თანამშრომლობა ოდირთან და ვენეციის კომისიასთან, მთლიანად გაატარონ მათი რეკომენდაციები.
3. მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და საჯარო განხილვის სხვა მონაწილეების უკანონო დაკავებებისგან და დევნისგან, გაიწვიოს უკანონოდ წამოყენებული ბრალდებები, და გაათავისუფლოს პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი.
4. საქართველომ უნდა შეყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები, გაიწვიოს ამასთან დაკავშირებული განხილვის ქვეშ მყოფი განაცხადები, და უზრუნველყოს, რომ პოლიტიკური პლურალიზმი სრულად არის დაცული.
5. ანგარიში ხაზს უსვამს სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენის საჭიროებას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებით, სამართლიანი სასამართლო პროცესების გარანტიების უზრუნველყოფით, ისეთი ინსტიტუტების რეფორმირებით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეუთოსა და ვენეციის კომისიის მრავალწლიან რეკომენდაციებთან შესაბამისად,” - ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივი განცხადების ხელმომწერები არიან: გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა და პოლონეთი.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















