მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:51 | 13.03.2026 ნანახია: 1278
მინდა, პირველ რიგში, რეჟიმის ყველა მსხვერპლს ვუთხრა: გუშინ თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშს.
“მსურს გამოვეხმაურო გუშინ გამოქვეყნებულ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენებით მომზადებულ დასკვნას.
მომავალში, როდესაც ისტორია შეაფასებს ყველა გადამწყვეტ მომენტს, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის ნორმების დამრღვევ, ძალადობაზე დამყარებულ რეჟიმთან ბრძოლაში, ქართველ ხალხი გამარჯვებასთან დააახლოვა, დარწმუნებული ვარ, 2026 წლის 12 მარტი მნიშვნელოვანი თარიღი იქნება.
დასკვნამ დაადგინა საქართველოში ადამიანის უფლებების და პოლიტიკური უფლებების სისტემატური დარღვევა, ქართველების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ ძალადობის სისტემატური გამოყენების ფაქტები და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ყველა მძლავრი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისკენ რეჟიმის წინააღმდეგ, თუ ივანიშვილის მთავრობა არ შეასრულებს დასკვნით გათვალისწინებული რეკომენდაციებს.
ძალიან მნიშვნელოვანია მითითება ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მექანიზმის ამუშავებაზე.
მინდა, რომ პირველ რიგში ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს, ადამიანებს, ვინც უკანონოდ არიან დღეს დამწყვდეული ციხეებში, ადამიანებს, ვინც სცემეს, მოწამლეს, დაამცირეს, ადამიანებს, ვისი ოჯახებიც ფინანსური განადგურების გზას გაუყენეს არაადამიანური ჯარიმების გამოყენებით და ყველას, ვინც გახდა ამ რეჟიმის მსხვერპლი, რომ გუშინ თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი, ჩვენ მოვიპოვეთ მექანიზმის იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე.
გუშინდელი ანგარიშის შემდეგ, რეჟიმის ყველა მსხვერპლს ეძლევა შესაძლებლობა, ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს მიმართოს შესაბამისი გამოძიების დაწყების მოთხოვნით. იმედი მაქვს, რომ ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ ადამიანები, რომლებიც რეჟიმის ძალადობის ყველა მსხვერპლი გახდნენ.
„პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, პოლიტიკური ოპონენტების დევნის შეწყვეტა, მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების, მათ შორის უცნობი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიება, რეპრესიული კანონების გაუქმება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ქვეყნის მომზადება - ესაა მოკლედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს, თუ სურს თავიდან აიცილოს შემდგომი არა მხოლოდ საერთაშორისო იზოლაცია, არამედ უკვე საერთაშორისო სამართლებრივი დევნაც.
თუ რეჟიმი გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნების იგნორირებას, ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის გამოყენება საერთაშორისო სამართლებრივი გზებით, რეჟიმზე ზეწოლის გასაზრდელად - იქნება ეს ჰააგის სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო, თუ რეჟიმის წინააღმდეგ ტარგეტირებული სანქციების ამოქმედება, როგორც ამას მოითხოვს, ეუთო-ს ანგარიშიც, ასევე გუშინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების დასაცავად.
ჩვენი დრო და ენერგია დღეს უნდა იხარჯებოდეს საქართველოს ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებაზე, სიღარიბის დამარცხებაზე, ჩვენი საერთაშორისო სატრანზიტო პოტენციალის ათვისებაზე, მათ შორის ანაკლიის პორტის მშენებლობის გზით, ჩვენი უსაფრთხოების და კეთილდღეობის მყარი გარანტიების მოპოვებაზე, დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამის ნაცვლად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედი მმართველი რეჟიმის მოგერიებაზე გვიწევს ამ დროის კარგვა და ამასთან ერთად ვკარგავთ ისტორიულ შესაძლებლობებს. ეს ანომალია უნდა დასრულდეს, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს სწორი განვითარების გზას, ქართველ ხალხს სჭირდება მთავრობა, რომელიც ემსახურება მას და მის ინტერესებს. მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, ამ ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია”, - განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან. მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებას იღებენ მიზანში.
ანგარიშის თანახმად, საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი” (TFI), “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები უნდა გაიწვიოს. ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















