სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
საქართველო, თბილისი - 14:16 | 13.03.2026 ნანახია: 1282
სრული ბოდვა არის ამ დოკუმენტში - ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს.
კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისე და ყველაფერს ისე გააკეთებს, რაც ქვეყანას სჭირდება და არა „გარედან ვიღაცების დავალებით და ხელის ქნევით მიღებული გადაწყვეტილებები“.
„ეს არის სრული ბოდვა. ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი, რა დგას ამ ყველაფრის უკან. ჩვენ გვთხოვენ გავაუქმოთ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი, გვთხოვენ გავაუქმოთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი“ (TFI), „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და ვიმოქმედოთ არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი სურვილების შესაბამისად. წარმოუდგენელია, ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება და გავიმეორებ: საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისე და ყველაფერს ისე გააკეთებს, რაც სჭირდება პირველ რიგში ქვეყანას.
დასრულდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, დავალებები და თავჩაღუნულები იღებდნენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია და არა გარედან ვიღაცების დავალებით და ხელის ქნევით მიღებული გადაწყვეტილებები.
ინტერესებს რაც შეეხება, ვხედავთ, რა პროცესები მიდის. უკრაინაში ერთსქესიანთა ქორწინება სასამართლომ დაუშვა და ვიცით, საით მიდის ყველაფერი. გარე აქტორების სურვილია, ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა, უკრაინა, საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყოს გამოყენებული. არ დავუშვებთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომ დავაზიანოთ ქვეყნის ინტერესი, ეკონომიკა, ქართველი ხალხი. ამას არ გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება.
მთელმა რიგმა ქვეყნებმა: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესპანეთი, აშშ, საფრანგეთი - მხარი არ დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, რაც მისასალმებელია. ეს არის სრული ბოდვა, რაც არის ამ დოკუმენტში“,- აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, მათი სამოქმედო გეგმა მარტივია: გადაწყვეტილებების ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება.
„ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, როგორი საფრთხის წინაშე დგას. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. ჩვენ არ დავუშვებთ, ვიღაცას დიდ ქვეყნებს, პოლიტიკურ მოთამაშეებს შესაძლებლობა მივცეთ, პატარა მაგრამ უდიდესი კულტურის და ტრადიციების მქონე ქვეყანა თავისი ინტერესებით გამოიყენოს. საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი რამხელა უბედურება შეიძლება მოიტანოს ომმა. 2008 წლის ტკივილი და ჭრილობა არ მოგვიშუშებია, მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ“,- აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან. მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებას იღებენ მიზანში.
ანგარიშის თანახმად, საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი” (TFI), “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები უნდა გაიწვიოს. ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















