კალაძე აშშ-ზე გაკეთებული განცხადებით თანამდებობას გამოიმუშავებს - ყიფიანი
საქართველო, თბილისი - 09:28 | 03.04.2026 ნანახია: 2719ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი მიიჩნევს, რომ კახა კალაძის განცხადება, ამერიკასთან ურთიერთობებში შესაძლო „გარღვევასთან“ დაკავშირებით, ქაოსის შემადგენელი ნაწილია და თბილისის მერი ამას გაცნობიერებულად არ აკეთებს.
ყიფიანის თქმით, მსგავსი განცხადებებით, კალაძე, ისევე როგორც სხვა რამდენიმე ადამიანი, იმ თანამდებობს გამოიმუშავებს, რომელიც ამჟამად უკავიათ.
ჩემი აზრით, ბატონი კალაძე, ისევე როგორც რამდენიმე ადამიანი, ამ განცხადებით გამოიმუშავებს იმ თანამდებობას, რაც მათ უჭირავთ. მით უმეტეს იმ ჭიდილში, რაც სხვადასხვა ჯგუფებს შორის მიდის “ოცნებაში“, ასეთი გამომუშავება განსაკუთრებით უფასდებათ და მოდით ამ “გარჯას“ მათ ნუ დავუკარგავთ, - ამბობს ყიფინია.
მისივე თქმით, მოლოდინები, რომელიც “ქართული ოცნების“ მომხრეთა მხრიდან ისმის, მოვლენებს წინ უსწრებს და ცოტა ნაადრევია.
როდესაც ასეთ საკითხზეა საუბარია, შესაძლოა თუ არა გადატვრითვა და ახალი ურთიერთობების აგება, მიუხედავად ჩვენი პატივისცემისა სახელმწიფო მდივნისადმი, ვიცით, რომ ასეთი საკითხებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აბსოლუტურად სხვა ფრთაა დაკავებული. ეს არის კარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი. არ მინდა დავანკინო რუბიოს მხრიდან ასეთი აფქტი, მაგრამ, როდესაც რამე ფუნდამენტურზეა საუბარი, სტრუქტურულ და თვისობრივ ცვლილებაზე, აქ სხვა პირების ჩართვა ხდება. მოკლედ რომ ვთქვათ, თავისთავად ცხადია, რომ ფაქტი მნიშვნელოვანია, ზარი შედგა სახელმწიფო დეპარტამენტსა და კობახიძეს შორის, მაგრამ ჩემი აზრით, გადამეტებული შეფასებების მიცემა, რამდენიმე ფაქტორის გამო, ჭარბი მოლოდინების და დაუსაბუთებელი მოლოდინების შექმნაა.
როდესაც ვსაუბრობთ გადატვირთვაზე, ჩემი აზრით თუ რამე მოთხოვნა უნდა იყოს, გაცდება პოლიტიკური პატიმრების და არჩევნების საკითხებს და უფრო მაღალი თამასა იქნება. ეს თამასა კი უკავშირდება გეოპოლიტიკურ კურსს, რასაც დღეს ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ. ამიტომ, როდესაც გადატვირთვის რესურსზე იქნება საუბარი, საქართველოს ხელისულფების მხრიდან, რისი დამთმობი არის ამჟამინდელი ხელისუფლება, გამომდინარე სწორედ იმ ხილული და უხილავი კავშირებიდან, რაც მას აქვს. ამიტომაც, მე ასეთი გადატვირთვის ალბათობას, ქართული ოცნების პირობებში, საკმაოდ მოკრზალებულად შევაფასებდი, რადგან მეჩვენება, რომ ის კლანჭები, რომელშიც ეს ხელისუფლებაა მოქცეული, გეოპოლიტიკური გავლენების კუთხით, ამ კლანჭებიდან გამოსვლა არც თუ ისე მარტივი იქნება და შესაბამისად, ის დასათმობი რესურსი და მასალა, მიუხედავად მნისვნელოვანი საკითხებისა, აქ ტამას უფრო მეტი უნდა იყოს. ჩემი აზრით პოლიტიკური კლიმატით და საარჩევნო სისტემით ტრამპის ადმინისტრაცია არ დაკმაყოფილდება, ის მოითხოვს გაცილებით მეტს. ალბათობა იმის, რომ იქნება “ქართული ოცნება“ თავისუფალი, ასეთ გადატვირთავაზე წასვლისთვის, თუ ეს თამასა ამერიკელების მხიდან იქნება გეოპოლიტიკური ხასიათის, აქაც შეიძლება დიდი ალბათობით ეჭვი შევიტანოთ, - განაცხადა ყიფიანმა.
დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინი არსებობს. კახა კალაძის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შესაძლოა „ახალი ფურცლიდან“ დაიწყოს, თუმცა ამისთვის აუცილებელია, ორივე ქვეყნის ინტერესები იყოს გათვალისწინებული.
ამასთან, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამერიკასთან ურთიერთობებში შესაძლო „გარღვევაც“ დააანონსა.
პარტიის გენერალური მდივანი ასევე მიანიშნებს აპრილში დაგეგმილ ვიზიტებზე, რაც, მისი შეფასებით, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















