პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება - შალვა პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:00 | 20.04.2026 ნანახია: 1023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება.
„გამოვითხოვთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით გვქონდა შეტანილი და მივმართავთ ახალი, დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც გავზრდით პარტიების ჩამონათვალს. კერძოდ, თუკი თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში იყო სამი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო“, ახალ კონსტიტუციურ სარჩელში, ამ სამ პარტიასთან ერთად, იქნება პარტია „ფედერალისტები“.
2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციით რამდენიმე პარტიამ გაიზიარა ის სტრატეგიული ამოცანები, რაც მათ აქვთ. გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებთან და ამითაც გაიზიარეს სტრატეგიული მიზნები. განაცხადეს, რომ მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია, მოხდეს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებების არაღიარება და ა.შ. აქედან გამომდინარე, აქამდე სარჩელში არსებულ სამ პარტიას ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში ვამატებთ ფედერალისტურ პარტიას. რა თქმა უნდა, ამ ალიანსში არიან სხვა პარტიებიც, თუმცა, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ვთქვით, რომ ვუყურებთ, რა არის მიზნები აქვთ, რამდენად არაკონსტიტუციური მიზნები აქვთ ამა თუ იმ პარტიას, მეორე მხრივ, ვუყურებთ, რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე.
დღეს ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის სამი მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსის სახით ცდილობს, ქვეყანა აქციოს მარიონეტულ სახელმწიფოდ. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კონსტიტუციურ სარჩელზე, შესაბამისად, მეოთხე პარტიად დაემატება „ფედერალისტები“, გამომდინარე იქიდან, რომ 2 მარტის დეკლარაციით კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსის რეალური ლიდერები არიან სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















