“390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
საქართველო, თბილისი - 14:51 | 24.04.2026 ნანახია: 1615
ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური პრობლემა არის სიღარიბე და ახსნა თუ როგორ არის ეს საკითხი ავადობის საფუძველი, - ამის შესახებ ისაუბრა ოპოზიციურმა ალიანის მიერ გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი წერეთელმა.
ბრიფინგზე ისაუბრეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, სისტემურ პრობლემებსა და გამოსავლის გზაზე.
"სიღარიბის მაჩვენებლები კვლავ არის ძალიან მაღალი 390 000-ზე მეტი ბავშვი არის რეგისტრირებული სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან 270 000 იღებს შემწეობას. ეს ციფრები ნიშნავს, რომ ეს ბავშვები პრაქტიკულად სიღარიბეში ცხოვრობენ. არის მრავალგანზომილებიანი სიღარიბე, არის აბსოლუტური სიღარიბეც და ჩვენ ვხედავთ ამას, რა რთულ მდგომარეობაში არიან ოჯახები.
მაშინ როცა ფასები იზრდება, მაშინ როცა ჩვენ ვხედავთ საბიუჯეტო თანხებიდან ასეული მილიონები იფლანგება და ილექება სწორედ ოლიგარქიული სისტემის მესვეურების ჯიბეებში და ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მძიმე ვითარებას, ემიგრაციის თვალსაზრისით, დემოგრაფიის თვალსაზრისით იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სიღარიბე არის ავადობის საფუძველი, განსაკუთრებით ბავშვებში და ჩვენ გვაქვს ამის ოფიციალური სტატისტიკა, 500 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა 3 წლის განმავლობაში საქართველო, აქედან დაახლოებით 20% ბავშვები არიან”, - განაცხადა წერეთელმა.
მისი თქმით, ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ მათი ინტერესია სწორედ ეს ცვლილებები.
“ყველა ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, მათ შორის, 26 მაისის შეკრებაც უნდა იყოს მრავალრიცხოვანი, რომ ამ სისტემის ხელმძღვანელებმა კარგად გაიგონ ხალხის ხმა, რა უნდა ხალხს და რომ მხოლოდ დემოკრატიული ხელისუფლება შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას და ალიანსს აქვს ძალიან სწორი ხედვა ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა წერეთელმა
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















