დასავლეთის მიერ საქართველოს რუსეთისგან ჩამოშორების სრულიად აშკარა მცდელობა იყო - სერგეი ლავროვი

საქართველო, თბილისი - 11:27 | 05.06.2026
ნანახია: 46

დასავლეთი არასდროს მალავდა, რომ სურდა მეზობლებისთვის რუსეთთან თანამშრომლობით მიღებული სარგებლის ჩამორთმევა და მათთვის იმ „ავანტიურის“ ფასის გადახდევინება, რომელსაც, დასავლეთი წლების განმავლობაში ამზადებდა და კვლავაც ამზადებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეტას მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ გამოცემა "იზვესტიათან" ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინაზე საუბრისას ლავროვმა აღნიშნა, რომ ევროპა არ დაუჭერს მხარს კონფლიქტის არანაირ დარეგულირებას, რომელიც რაიმე ფორმით მისი კონტროლიდან გამოიყვანს „ზელენსკის ნაცისტურ რეჟიმს“, ან იმას, ვინც, შესაძლოა, ის მომავალში ჩაანაცვლოს.

"და საქართველოც - იგივე მცდელობა იყო, სრულიად აშკარა მცდელობა, საქართველოს რუსეთისგან ჩამოშორების. იქ კონდოლიზა რაისი (იმ დროისთვის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი) ჩავიდა, ასევე სხვა შეერთებული შტატების წარმომადგენლებიც.

სამხრეთ ოსეთში ომამდე ცოტა ხნით ადრე, 2008 წლის აპრილში, ბუქარესტში გაიმართა ნატო-რუსეთის სამიტი. იქ, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინა და საქართველო ნატო-ში გაწევრიანდებოდნენ. როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა უკვე რუსეთი-ნატოს შეხვედრაზე იკითხა: „რატომ გააკეთეთ ეს?“ - მას ბუნდოვანი პასუხები გასცეს.

აშკარაა, რომ შემდეგ ბატონ სააკაშვილს „თავში აუვარდა“, როგორც ხალხში ამბობენ. მან ჩათვალა, რომ ყველაფერი ნებადართული ჰქონდა, რადგან ქვეყანა ნატო-ში უნდა გაწევრიანებულიყო. მან კი სამხრეთ ოსეთში სამხედრო მოქმედება დაიწყო, მათ შორის რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ თავდასხმა და, რა თქმა უნდა, სამოქალაქო მოსახლეობაში მრავალი მსხვერპლი გამოიწვია.

არსებობდა ევროკავშირის სპეციალური კომისია, რომელმაც დაადასტურა, რომ მან დაიწყო ეს ომი. თუმცა, იმ სხვა მხარეებისთვის, რომლებიც კვლავაც რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „ოკუპაციაში“ ადანაშაულებენ, ეს ფაქტები არაფერს ნიშნავს და მათი პოზიცია უცვლელი რჩება", - განაცხადა ლავროვმა..


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე