”მაესტროს“ ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ
საქართველო, თბილისი - 12:48 | 18.03.2016 ნანახია: 2096
”მაესტროს“ ჟურნალისტები დავაში მონაწილე მხარეებს მოუწოდებენ პროფესიული მოვალეობის შესრულების გარემო შეუქმნან. ჟურნალისტები ამის შესახებ განცხადებას ავრცელებენ:
,,ჩვენ ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უზრუნველვყოფდით „მაესტროს“ ეთერის უწყვეტობას, პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა იმ ინფორმაციაზე, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში მაყურებელს ვაწვდიდით და რომელსაც საინფორმაციო სამსახური ერთობლივად ამზადებდა. ჩვენი პოზიცია უცვლელია. მაგრამ ახლა უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე დავის დაწყებამდე. ჩვენთვის მოულოდნელი იყო ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მეწილის, ეკა აკობიას განცხადება, სიახლეა ისიც, რომ ამ დავას მხოლოდ ორი მხარე ჰყავს და მათ შორის მოლაპარაკება შესაძლებელია.
მივმართავთ დავაში მონაწილე ყველა მხარეს. მოგვცეს შესაძლებლობა, ჩვენი პროფესიული საქმიანობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში შევასრულოთ. ყველა მხარემ დაიცვას ის ვალდებულებები, რაც თანამშრომლების წინაშე აკისრიათ, მათ შორის ფინანსურიც.
ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ იარაღი რომელიმე მხარის ხელში. ვიაზრებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მაყურებლისა და საზოგადოების წინაშე. როგორც ჟურნალისტებს გვაქვს კითხვები სასამართლოსთან, სწორედ ამიტომ დღეს ისევ ვიკრიბებით 15 საათზე საქალაქო სასამართლოსთან და ველით ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია“,- ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















